სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ობიექტურად ხდება მოსწავლის შეფასება“ - რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
09-04-2021
-
+


როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:

შინო მოსიძე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, მიქავას თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონული ჟურნალის დანერგვას დადებითად ვაფასებ! მართალია, არის გარკვეული პრობლემები - ხან დენი, ხან ინტერნეტი... მაგრამ მაინც მოგვწონს. პედაგოგები ბევრად მარტივად ახერხებენ მასში მუშაობას; ზოგიერთი უკეთ ერკვევა ელექტრონულ სისტემებში და ერთმანეთთან კომუნიკაციით, ერთმანეთის დახმარებით გაართვეს თავი. მომავალი სასწავლო წლიდან, მიმაჩნია, რომ პრობლემა აღარ იქნება და სრულად გაიმართება ეს სისტემა. 

კახა გიორხელიძე, ხონის მუნიციპალიტეტის, ძეძილეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ძალიან მოგვწონს ელექტრონული ჟურნალი... საწყის ეტაპზე მისი წარმოება რთული გვეგონა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, ძალიან კომფორტულია და პედაგოგებმაც მალევე აუღეს ალღო. ყველა კმაყოფილია.

იმედა მუკუტაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის, ლომანაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

- რა გითხრათ, საკმაოდ აქტიურად ჩაერთვნენ მასწავლებლები ელექტრონული ჟურნალის წარმოების პროცესში და ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა, ელექტრონული რესურსი ბევრად ხელსაყრელი გახდეს. ასე რომ ჩვენი სკოლის პედაგოგები მიესალმებიან ამ სიახლეს.

რამაზ ლომიძე, ნადიმ ართმელაძის სახელობის, ხულოს მუნიციპალიტეტის, ბეღლეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ნამდვილად, ძალიან ობიექტურად ხდება მოსწავლის შეფასება ელექტრონული ჟურნალის საშუალებით.  სიახლე თავიდან ყოველთვის იწვევს ცოტა გაურკვევლობას და ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც, თუმცა ახლა ყველაფერი მოგვარდა. .

ედუარდ ბოლქვაძე, ტბელ აბუსერიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

- სავალდებულო უნდა იყოსო, ამბობენ და მივესალმებით, რადგან ასე შვილის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია მშობლისთვის. წარმოება კი ისეთი მარტივია, რომ ნებისმიერს შეუძლია მისი გამოყენება, საკმაოდ დახვეწილია მატერიალური ჟურნალის ალტერნატივა და არც მუშაობაში გვაქვს შეფერხება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება