სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„აბიტურიენტებს ვურჩევდი თვითონ აირჩიონ ის რაც უყვართ“ - ახალშენის N1 სკოლის დირექტორი გოჩა თურმანიძე
08-04-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიეტებს? უნდა მიექცეს თუ არა ყურადღება ეროვნული გამოცდების ქულებთან ერთად სკოლის ნიშნებსაც? - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N1 საჯარო სკოლის დირექტორის გოჩა თურმანიძის მოსაზრებას გთავაზობთ:

 - როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- დადებითად შევაფასებ ამ ინიციატივას, რადგან ამით გაიზრდება სკოლის ავტორიტეტი. ძირითადად მეთორემეტე კლასი დაუბრუნდება საკლასო ოთახს. 

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს ? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- აბიტურიენტებს ვურჩევდი თვითონ აირჩიონ ის რაც უყვართ. დარჩენილი დრო გამოიყენონ მაქსიმალურად მეტი კითხვით და სახელმძღვანელოებთან ჩაჯდომით.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში.

- ელექტრონული ჟურნალი კარგია, მაგრამ ძირითადად ინტერნეტის პრობლემა გვაქვს სოფელში.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- დირექტორებს გავამხნევებდი ისე რომ მოვალის იმედი ქონდეთ და ყველაფერი კარგად იქნება და მალე დავამარცხებთ კორონას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

როდის მრგვალდება მოსწავლის ქულა მთელის სიზუსტით და როდის არა

საბაზო საფეხური წარჩინებით 14 600-მა მოსწავლემ დაამთავრა - ბიუჯეტი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
„მადლობა, თითოეულ მოსწავლეს ამ ლამაზი და შინაარსიანი საღამოსთვის“
 
მარიამმა დამაჯერებლად გააცნო საერთაშორისო აუდიტორიას ქართული კულტურა და დამწერლობის ისტორია
 

გორელოვკის N2 საჯარო სკოლა​ში თარიღს გამორჩეულად გამოეხმაურნენ

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება