სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველევის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მოსწავლეებს ხარების დღესასწაულის მნიშვნელობაზე ესაუბრა
08-04-2021
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის საჯარო სკოლაში ხარებას დღესასწაული აღნიშნეს. სკოლის დირექტორმა და პედაგოგმა კი მოსწავლეებს ხარების დღესასწაულის მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

„სარწმუნოების პატივისცემასაც სწავლობენ და წინაპართა ღვაწლის დაფასებასაც. მამულიშვილებად აღზრდას საძირკველი თავიდანვე უნდა ჩაეყაროს, გამუდმებით უნდა იკვებებოდეს სული სათანადო საზრდოთი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე გლობალიზაციის პროცესებში - შენის დაფასებითა და სიყვარულით ისწავლება სხვისი პატივისცემა და სიყვარული. ამ მიმართებით სისტემატურად მიმდინარეობს მუშაობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში.

7 აპრილს, ხარებას, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა მაცაბერიძე მოსწავლეებს ესაუბრა ამ დიდი რელიგიური დღესასწაულის მნიშვნელობაზე მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის, ხოლო სკოლის დირექტორმა მოუთხროთ ხარება დღეს ქართველების დიდი გამარჯვების შესახებ მარტყოფის ბრძოლაში და გიორგი სააკაძის დამსახურების შესახებ ერისა და საქრისტიანოს წინაშე.

ბავშვებმა მასწავლებლებთან ერთად „მამაო ჩვენოს“ ლოცვითა და წმინდა სანთლების დანთებით პატივი მიაგეს გმირ წინაპრებს. ისინი სარწმუნოების პატივისცემასაც სწავლობენ და წინაპართა ღვაწლის დაფასებასაც", - აღნიშნულია ველევის საჯარო სკოლის დირექტორის ეკატერინე ჭიჭინაძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

VI–XI კლასების მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრებით წარმოადგინეს შემოდგომის სილამაზე

„თითოეული ნახატი მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ფერთა შეგრძნების თავისებური გამოხატულებაა“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს თემატური სიმღერები

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება