სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლაშიც უნდა იყოს გამოცდები და უნივერსიტეტებშიც“ - კოხის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო შამილიშვილი
07-04-2021
-
+


რას ეტყოდა და როგორ ამხნევებს თავის კოლეგებს, როგორ აფასებს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას - აღნიშნულ საკითხზე etaloni.ge ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხის საჯარო სკოლის დირექტორის - ნინო შამილიშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ ?

- მშობელთა უმრავლესობას შეხება არ აქვთ სახლმძღვანელოებთან და არ არიან კომპეტენტურები აღნიშნულ საკითხში. კომპეტენტური პირები, სასკოლო საზოეგადოება, პედაგოგები უნდა იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში მხოლოდ. 

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში.

- ძალიან  კარგია, შესამოწმებლადაც, ნაკლებ დროს ვხარჯავთ რა თქმა უნდა, გადასწორებას არ აქვს ადგილი. ნაკლები შანსია შეცდომების დაშვების და თუ კი იქნება ერთი კვირის განმავლობაში შეუძლიათ რომ გამოასწორონ. ჩემი პედაგოგები აღარ საჭიროებენ დახმარებას.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ?

- როგორც ხელმძღვანელი პოზიციიდან ყველაფრისათვის მზად უნდა ვიყოთ, ყველა რეკომენდაციები, გაიდლაინები, წესები ზედმიწევნით შევასრულოთ და დაუძლეველი არაფერი იქნება. ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა ?

- არამგონია ეს შეფასებები იყოს ობიექტური, მიკერძოებას შეიძლება ქონდეს ადგილი და ზოგადად ვთვლი, რომ სკოლაშიც უნდა იყოს გამოცდები და უნივერსიტეტებშიც. აბიტურიენტებს ვურჩევდი სწავლას, გაითვალისწინონ დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე თავიანთი შესაძლებლობები და სურვილები. გათვალონ როგორ და რას გამოიყენებენ მომვალ ცხოვრებაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება