სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და მასწავლებლის სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
05-04-2021
-
+


5 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და მასწავლებლის სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.  მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძემ.

მემორანდუმის მიზანია აქტიური თანამშრომლობის დაწყება  სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების, მასწავლებელთა, მომავალ მასწავლებელთა და განათლების ადმინისტრირების სპეციალისტთა პროფესიის პოპულარიზაციისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები თანხმდებიან იმუშაონ პროფესიული განვითარების პროგრამების მიმართულებით, ასევე ხელი შეუწყონ სკოლების განვითარებას და  სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვას.

მხარეები ასევე მიზნად ისახავენ იმუშაონ ისეთი საგანმანათლებლო ინიციატივებისა და პროექტების ფარგლებში, როგორებიცაა: საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების გაუმჯობესების ხელშეწყობა; თანამედროვე საერთაშორისო საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა; სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და სხვა საგანმანათლებლო მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს განათლების სისტემის მხარდაჭერას. 

„ფონდი განაგრძობს განვითარებას - ზრდის დაფინანსებული პროექტების რაოდენობას,  იძენს ახალ გრანტიორებსა და პარტნიორებს, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს შორის. მასწავლებლის სახლთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან სწორედ მასწავლებელსა და მომავალ მასწავლებელზე ორიენტირებული პროექტებში ინვესტირებაა ფონდის ერთ-ერთი მიზანი.  გვჯერა ჩვენს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა ახალ პროექტებში საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს სისტემის გაუმჯობესებას და განათლების ხარისხის ამაღლებას ქვეყანაში,“ - განაცხადა ზურაბ კერვალიშვილმა.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის შესახებ: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას და მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ფონდი მოწოდებულია საკუთარი საქმიანობით და განათლების სექტორში ინვესტირებით შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. 

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის შესახებ: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უმთავრესი მიზანია სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების, მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლების გზით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება