სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ლიტვის ელჩი - „ეტალონი“ უნიკალური პროექტია, რომელიც სწავლების პროცესს უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის“
21-11-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად, „გურჯაანის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

გურჯაანის N1 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პოუჯუნასი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, მთავარი სპეციალისტი თამარ რუაძე, 2016-2017 სასწავლო წლის „გურჯაანის ეტალონი მოსწავლე“ ანი კაკიაშვილი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„გურჯაანის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ველისციხის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე თორნიკე ნესუაშვილი დაეუფლა. 

იგი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პროექტში მონაწილეობით დიდი გამოცდილება მიიღო:

„გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობით დიდი გამოცდილება მივიღე. მომავალ „ეტალონელებს“ ვურჩევ, არ ინერვიულონ და ბევრი ისწავლონ.“

ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პოუჯუნასი ღონისძიების შესახებ თავის ემოციებს გვიზიარებს:

„მოსწავლეების ენთუზიაზმმა ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს არის უნიკალური ინტელექტ-შეჯიბრი, რომელიც სწავლების პროცესს უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის.  მოსწავლეები ენთუზიაზმით არიან სავსე. პირველად ვარ გურჯაანში, ემოციების დატვირთული ვარ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გოჩას და შესანიშნავ პროექ „ეტალონს.“

საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, მთავარი სპეციალისტი თამარ რუაძე აღნიშნავს, რომ გურჯაანის სკოლები ინტელექტ-ჩემპიონატში ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულები:

„ეტალონი“ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ახალგაზრდების სწავლა-განათლებაზე ზრუნავს. მოსწავლეებს თავიანთი ცოდნის გამოვლენის საშუალებას აძლევს. გურჯაანის სკოლები ინტელექტ-ჩემპიონატში ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულები და კარგი შედეგებიც აქვთ.“

ველისციხის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნონა მენაბდიშვილი თავის მოსწავლეს, თორნიკე ნესუაშვილს ახასიათებს:

„თორნიკემ საბაზო საფეხური წარმატებით დაამთავრა. „ჩემი პირველი კომპიუტერის“ მფლობელია, ძალიან გონიერი, ლოგიკურად მოაზროვნე მოსწავლეა, აქტიურადაა ჩართული სკოლის ცხოვრებაში. მე მას მათემატიკას ვასწავლი. თორნიკეს გამარჯვება ჩემთვის მოულოდნელ არ ყოფილა. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ სკოლაში პირველ ეტაპზე ჩატარებულ ტესტირებაში, მისგან უფრო მაღალ შედეგს ველოდი, ვფიქრობდი, რომ ყველა კითხვაზე სწორი პასუხები ექნებოდა დაფიქსირებული. მაგრამ მეორე ტურში, მან თავისი სათქმელი თქვა. მადლობა „ეტალონს“, თავად თორნიკეს. კიდევ ერთხელ ვულოცავ მას ამ წარმატებას და მეამაყება, რომ თორნიკე ჩვენი სკოლის და კონკრეტულად ჩემი მოსწავლეა.“

თორნიკე ველისციხის საჯარო სკოლის დირექტორის ნინო ნესუაშვილის შვილია. როგორც თავად აღნიშნავს, „ეტალონის“ ღონისძიებებში თავისი სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად მონაწილეობენ და სკოლის დირექტორიც მოსწავლეებს ყოველთვის გულშემატკივრობს. ერთადერთი ღონისძიება, რომელზე დასწრებაც ქალბატონმა ნინომ ვერ შეძლო, გუშინდელი ღონისძიება იყო, სადაც თავისი შვილი გახდა საპატიო ტიტულის - „გურჯაანის ეტალონი მოსწავლის“ - მფლობელი.

„ყოველთვის დავყვები ჩემს მოსწავლეებს „ეტალონის“ ღონისძიებაზე, ვგულშემატკივრობ მათ. ბოლო წელს თორნიკეც წამომყვა, მაშინ სხვა მოსწავლე მონაწილეობდა ჩვენი სკოლიდან. თორნიკეს ღონისძიება ძალიან მოეწონა, ალბათ მაშინ გაუჩნდა პროექტში მონაწილეობის სურვილი. როდესაც სკოლაში ჩატარდა შესარჩევი ტური, არც ვიცოდი, თუ მასში თორნიკეც მონაწილეობდა. მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ჩვენი სკოლიდან 10 მოსწავლე გადავიდა მეორე ტურში, რომ მათ შორის თორნიკეც იყო. შემდეგ 20 ნოემბრის ღონისძიებას ველოდით. ისე მოხდა, რომ ვერ დავესწარი ღონისძიებას. არადა „ეტალონის“ არცერთი ღონისძიება არ გამომიტოვებია. ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვიყავით ჩართულები ინტელქტ-ჩემპიონატში და ძალიან გვინდოდა ამ ტიტულის მოპოვება. რატომღაც წლების მანძლიზე არ გამოგვდიოდა. სიმართლე გითხრათ, თორნიკეს გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ მაინც ბოლომდე არ მჯეროდა. თორნიკემ თვითონაც აღნიშნა, გარდა სასკოლო საგნების ცოდნისა, ამ პროექტში გამარჯვებას, სხვა უნარ-ჩვევებიც სჭირდება - უნარები, რომლებსაც ზოგადი განათლება გაძლევს. თორნიკე ძალიან გონიერი ბიჭია. მე, როგორც მშობელი, მას ყოველთვის მაქსიმალურს ვთხოვდი. პროექტმა თორნიკეს საკუთარი თავის რწმენა მისცა, უფრო მოტივირებული გახდა. ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა მისი წარმატება.“

„გურჯაანის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი თორნიკე ნესუაშვილი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.

ფოტოების სანახავად იხილეთ ბმული.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„თითოეული ნახატი მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ფერთა შეგრძნების თავისებური გამოხატულებაა“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს თემატური სიმღერები

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება