სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ერთი თვით ადრე დაწყებული სამზადისი და შესანიშნავი საცეკვაო ნომერი - ინტელექტ-შეჯირი სტუმრად მთისპირის საჯარო სკოლაში
21-11-2017
-
+


„ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მთისპირის საჯარო სკოლას ესტუმრა.

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეტალონ მოსწავლეს“, ნინო სარიშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა. 

ამასთან, მთისპირის სკოლას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

სპეციალურ საზეიმო ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მაიზერ ცელაძე, ოზურგეთის მერიის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის უფროსი ავთანდილ სირბილაშვილი, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი, მთისპირის საჯარო სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და საგანგებოდ ამ დღისთვის დადგმული ცეკვა წარმოადგინეს. როგორც თავად აღნიშნეს, საცეკვაო ნომრის მზადება ერთი თვით ადრე დაიწყეს. საოცარი არტისტიზმითა და თეატრალური მანერულობით შესრულებულ ცეკვას სტუმრები ოვაციებით შეხვდნენ.

ღონისძიების დასასრულს, გოჩა ტყეშელაშვილსა და ინტელექტ-შეჯიბრის მთელ შემოქმედებით ჯგუფს მთისპირის საჯარო სკოლა ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდა.

შეხვედრის ბოლოს, ინტელექტ-შეჯიბრის ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება