სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მინდოდა, საკუთარი წვლილი შემეტანა ამ ღირსეულ პროექტში“ - ქუთაისის N30 საჯარო სკოლის „ეტალონ მოსწავლეს“ რესურსცენტრის ხელმძღვანელმა სტიპენდია დაუნიშნა
26-03-2021
-
+


ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მოსწავლემ - თეკლა გიორხელიძემ 2020-2021 წლის საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში „ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ცქიტიშვილმა კი მას 1000-ლარიანი სტიპენდია დაუნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის N30 საჯარო სკოლა ავრცელებს და თეკლას, მის ოჯახს, მეგობრებს, პედაგოგებს ამ გამარჯვებას და კიდევ მრავალ წარმატებებს უსურვებს.

Etaloni.ge კი ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, მაია ცქიტიშვილს დაუკავშირდა, რომელიც საკუთარ ინიციატივასა და როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით, ზოგადად სახელმწიფოს როლზე გვესაუბრა; მით უმეტეს, რომ „ეტალონი მოსწავლისთვის“, ქალბატონი მაია სტიპენდიას უკვე მესამე წელია გასცემს:

„რატომ დავაწესე სტიპენდია? - მინდოდა, საკუთრი წვლილი შემეტანა ამ საოცრად ღირსეულ პროექტში, რომელსაც ბავშვობიდან თვალს ვადევნებდი და ყოველთვის ვიყავი „ეტალონის“ გულშემატკივარი. გადაწყვეტილება კი ექსპრომტად მივიღე, როდესაც განათლების სამინისტროში ფინალური ღონისძიებისთვის მზადება მიდიოდა - მაშინ გამარჯვებული გახდა ქუთაისის N18 საჯარო სკოლის მოსწავლე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 1000-ლარიანი სტიპენდია არ არის ბიუჯეტიდან გაცემული თანხა, გაიცემა ჩემი სახელფასო ფონდიდან და ემსახურება მთავარს - თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს მოტივაცია, უკეთ ისწავლოს.

ვერ წარმოიდგენთ,  იმდენად ანთებული თვალები ჰქონდა თეკლას, როდესაც მშობელსა და სკოლას მადლობის სიგელი, მას კი სტიპენდია გადავეცით. ახლა კი ვგეგმავთ დავამზადოთ თასი, რომელსაც გასული წლის გამარჯვებული გადასცემს „ქუთაისის ეტალონ მოსწავლეს“, მანამდე კი ერთი წელი ის სკოლაში შეინახება. მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი ნაბიჯებით შევძლებთ, მოტივაცია მივცეთ ბავშვებს; რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, სტატუსი რომ გენიჭება და ხარ ასეთი პროექტის გამარჯვებული, რომელიც წლებია ვითარდება, მაგრამ სხვა მხრივაც აუცილებელი წახალისება - ეს ბავშვებისთვის უდიდესი მოტივატორია“.



იხილეთ მეტი ფოტო: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება