სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის ხელფასი უნდა გაიზარდოს, თუ სკოლის ბიუჯეტი გაიზრდება - რა ვალდებულება აქვს დირექტორს პედაგოგის წინაშე
02-04-2021
-
+


სკოლაში მუშაობის დაწყებამდე მასწავლებელსა და დირექტორს შორის ფორმდება შრომითი ხელშეკრულება და რატომღაც სულ იმაზე საუბრობენ, რა ვალდებულებები აქვს დასაქმებულს, ის კი ავიწყდებათ, რომ დამსაქმებელსაც აქვს კანონით გაწერილი პასუხისმგებლობა, რომელიც უპირობოდ უნდა შეასრულოს.

ნახეთ, რა პირობების შესრულება ევალებათ დირექტორებს:

  1. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს მასწავლებელი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოთი, შეუქმნას მას მუშაობისათვის აუცილებელი პირობები;
  2. სკოლა ვალდებულია აუნაზღაუროს მასწავლებელს ის ზიანი, რომელიც გამოწვეულია სკოლის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევით;
  3. სკოლა ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს მასწავლებელს დაყოვნებული თანხის 0.07%;
  4. სკოლა ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დადგენილი წესით, უზრუნველყოს მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაზრდა საჯარო სკოლის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად;
  5. სკოლა ვალდებულია მასწავლებელი უზრუნველყოს:

ა) სასწავლო პროცესისათვის საჭირო გარემოთი;

ბ) სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოებით;

გ) აკადემიური თავისუფლებით იმ ფარგლებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას;

დ) კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობით, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ ვალდებულია მისცეს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება