სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეების შესაძლებლობები უსაზღვროა“ - კრწანისის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ცერცვაძე
23-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის დირექტორის, ნინო ცერცვაძის​ ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ ჩვენ ვცხოვრობთ სიურპრიზებით სავსე სამყაროში, სადაც მნიშვნელოვანია, მენტალური და ფსიქოლოგიური მდგრადობა, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ჯანსაღი ცხოვრება, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება, ურთიერთსიყვარული და მეტი პოზიტივი.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- დასწრებითი ფორმით სწავლებისა და ადამიანური ურთიერთობების ფასი. ამასთანავე, გვასწავლა ვირტუალურ სივრცეში მოსწავლეზე ორიენტირებული, სახალისო, საინტერესო და ნაყოფიერი სასწავლო პროცესის დაგეგმა-განხორციელება; მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსების აქტიურად გამოყენება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც რთული გამოწვევებისა და შესაძლებლობების; კონტრასტების წელს. წელს, რომელმაც შეძრა მსოფლიო; დაგვაყენა ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ; წელს, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა, მაგრამ ამასთანავე, გადააფასა ღირებულებები და დაგვანახა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ადამიანური ურთიერთობების უპირატესობა; უფრო ახლოს „გააცნო“ ერთმანეთი მშობლებსა და შვილებს და შეუვსო ურთიერთობის დეფიციტი; დედამიწას მისცა საშუალება, რომ თავისუფლად „ამოესუნთქა“.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- რომ აქვთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა; უყვართ თავიანთი პროფესია და ბავშვებო; არიან სიახლეებისადმი ღია და განვითარების უწყვეტ პროცესზე ორიენტირებულნი; წარმატებით შეძლეს იმ გამოწვევების დაძლევა, რის წინაშეც დაგვაყენა კოვიდ-პანდემიამ.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- არაფერი მიკვირს მოსწავლეებისგან. მათი შესაძლებლობები უსაზღვროა. მთავარია, ჩვენ შევძლოთ მათი მოტივირება. მიხარია, რომ თითოეულ მათგანში არის მრავალმხრივი ინტელექტი. არიან კრეატიულები, თავისუფლად მოაზროვნენი, ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ადვილად და სწრაფად შეუძლიათ  ადაპტირება შექმნილ რეალობასთან.

- მშობლებს ვურჩევდი...

- აჩუქონ თავიანთ შვილებს ბედნიერი ბავშვობა, სიმშვიდე, ბევრი ღიმილი და პოზიტივი; პატივი სცენ სკოლას, რომელსაც ანდეს თავიანთი შვილების მომავალი; გულწრფელად ირწმუნონ, რომ ჩვენ ორივე - სკოლა და ოჯახი ერთ დიდ საქმეს, მათი შვილების აღზრდასა და სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას ვემსახურებით და მხოლოდ თანამშრომლობით, ურთიერთპატივისცემითა და ნდობით მივაღწევთ სასურველ შედეგს.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- რომ მშობლებმა გვანდეს თავიანთი შვილების მომავალი და ეს ნდობა უნდა გავამართლოთ; რომ სახელმწიფომ გვანდო ქვეყნის მომავალი და უფლება არ გვაქვს ეს მისია წარმატებით არ შევასრულოთ; ამასთანავე, ხშირად ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ იმ ჯადოსნური სამყაროს მმართველობა მხვდა წილად, სადაც მთავარი გმირები მოსწავლეები არიან და ისეთი საპატიო ტიტული მერგო, როგორიც მასწავლებლობაა, რადგან გულწრფელად მჯერა, რომ მასწავლებელს შეუძლია, შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება