სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ცნობარში ცვლილებები ხვალიდან შევა - ეროვნულ გამოცდებზე 19 ათასზე მეტი, მასწავლებელთა გამოცდაზე კი 14 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა
22-03-2021
-
+


2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უკვე 19 200-მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული, მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე კი - 14 ათასამდე. აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„გამოცდებზე რეგისტრაციის დასრულებამდე 10 დღე რჩება. მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით კი აბიტურიენტებს, რომ ეს პროცესი არ მიიყვანონ ბოლო დღეებამდე. მოგეხსენებათ, თუ აბიტურიენტები არ დარეგისტრირდებიან 31 მარტის 18:00 საათამდე, ვეღარ გადავლენ რეგისტრაციის მომდევნო ეტაპზე და, შესაბამისად, გამოეთიშებიან საგამოცდო პროცესს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 24 მარტს გვექნება ონლაინ ღია კარის დღე ყველა აბიტურიენტისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით. საინფორმაციო შეხვედრის მთავარი თემა სწორედ 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია იქნება“ -  აღნიშნა სოფიო გორგოძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

გორგოძის ინფორმაციით, ცნობარში დაიწყება პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებული სიახლეების ასახვა იწყება, ამიტომ აბიტურიენტები მეტი ყურადღებით უნდა იყვნენ.

„ხვალიდან ჩვენს ვებ გვერდზე განვაახლებთ ინფორმაციას და აბიტურიენტებს მივაწოდებთ სიახლეებს იმ პროგრამების შესახებ, რომლებმაც ცნობარის გამოქვეყნებიდან დღემდე მიიღეს ან დაკარგეს აკრედიტაცია. ამიტომ აბიტურიენტებს ვთხოვთ, ყურადღებით გაეცნონ ხვალიდან ჩვენს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას“, - აღნიშნა გორგოძემ.

22 მარტის 11:00 საათის მონაცემები ასეთია:

• ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 19200-მდე აბიტურიენტმა გაიარა;
• სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 1000-მდე სტუდენტმა გამოთქვა;
• საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი 3 400-ზე მეტმა შეავსო;
• მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად 14 000-მდე მსურველი დარეგისტრირდა - ამ ჩამონათვალში არიან ის კანდიდატები, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

„რაც შეეხება მასწავლებლობის მსურველებს, ამ დროისთვის 4 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. ხოლო დაახლოებით 1600 ადამიანი დარეგისტრირდა სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე“, - აღნიშნა გორგოძემ.

გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებისთვის 31 მარტის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. ვადის ამოწურვის შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარების მსურველები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან.

იხილეთ ასევე:

2021 წლის აბიტურიენტთა ცნობარი გამოქვეყნდა 

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 1 მარტს იწყება - დეტალები 

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია 1 მარტს იწყება - პროცედურები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება