სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლა დასჯაზე ორიენტირებული ვეღარ იქნება, ვერავინ დაემუქრება მასწავლებელს სტატუსის ჩამორთმევით!“
22-03-2021
-
+


მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი და იმავე სქემის მიხედვით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, აამოქმედოს  შეფასებისა და ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სისტემა, მასწავლებელთა საქმიანობაზე დაკვირვების გზით.

მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელი, ხათუნა ბარაბაძე ერთ-ერთ ვებინარში, განმარტავს, თუ რა მოვალეობა ეკისრება ხარისხის მართვის ჯგუფს, რატომ დადგა მისი შექმნის საჭიროება და თუ ასეთი ჯგუფი სკოლას არ ჰყავს, როგორ განესაზღვრა დირექტორს ვალდებულება, დააკვირდეს სტატუსიანი მასწავლებლის გაკვეთილს.

ხათუნა ბარაბაძე განმარტავს: „სკოლას უნდა ჰქონდეს ხარისხის მართვის დამოუკიდებელი სისტემა და წარმოუდგენელია, ეს სისტემა ყველა სკოლისთვის იყოს ერთი და იგივე. სკოლამ გაცილებით უკეთ იცის საკუთარი ადამიანური და მატერიალური რესურსი; ასევე, განვითარების რა ეტაპზე არიან მასწავლებლები და შესაბამისად, სწორედ პედაგოგებზე მორგებული სისტემა უნდა დანერგოს სკოლამ...

წინა სქემაში განსაზღვრული იყო - რა უნდა გაეკეთებინა სკოლას და ზოგ შემთხვევაში, უჭირდათ ობიექტური გადაწყვეტილების მიღება; ამიტომ სკოლას ჩამოერთვა გარემექანიზმები და დავიტოვეთ შიდა ხარისხის განვითარების მექანიზმების შექმნის ვალდებულება, რომელიც ორიენტირებული იქნება მხოლოდ განმავითარებელ უკუკავშირზე.

სკოლა უნდა იყოს მასწავლებლის მხარდამჭერი, უნდა შექმნას სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი, ხედვა, განვითარების პოლიტიკა, ოღონდ ეს უნდა მოხდეს მასწავლებლების უშუალო ჩართულობით. სქემა აბსოლუტურად ათავისუფლებს სკოლასაც და მასწავლებლებსაც, გარედან იყოს შემოტანილი შეფასების კითხვარი; ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სისტემა სკოლამ თავად უნდა შექმნას“.

ხათუნა ბარაბაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონით, დირექტორს ევალება სკოლაში ხარისხის განვითარების პროცესების უზრუნველყოფა, ოღონდ არ დგება არანაირი ოქმი:

„თავად უნდა განსაზღვროთ რუბრიკა, ინსტრუმენტები, ასევე თვითშეფასების რა ფორმებსა და საგაკვეთილო დაკვირვების რა მეთოდს გამოიყენებთ. ჩვენ გათავისუფლებთ რუტინული ფორმების, ოქმების შედგენისგან. სკოლამ  განსაზღვროს, როგორი სისტემა უნდა და როგორ ხედავს მასწავლებლისა თუ მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებას.

გვჯერა, ეს ყველაფერი მიგვიყვანს სკოლების ავტონომიურობის გაზრდამდე; სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირია და შესწევს ძალა, თავად განსაზღვროს, რა სჭირდება  მასწავლებელს, მოსწავლეს. მასწავლებლის პროფესიული განვითარება კი მოსწავლის შედეგთან უნდა იყოს ასოცირებული.

შედეგები ერთ და ორ დღეში არ მიიღწევა. სკოლა ვალდებულია, მხარში დაუდგეს მასწავლებელს, თუმცა ის დასჯაზე ორიენტირებული ვეღარ იქნება. მასწავლებლებს ვერავინ დაემუქრება სტატუსის ჩამორთმევით. სკოლამ  განმავითარებელი შეფასება უნდა მისცეს, ხოლო იქ სადაც, ერთი მასწავლებელი მეორეს უწერს განმსაზღვრელ შეფასებას, ვერასდროს მივიღებთ სასურველ შედეგს, რასაც სკოლის დეცენტრალიზაცია ჰქვია“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

„ბაღებში სამუშაო საათები გაგვიზარდეს, შესვენებას ვერ ვიყენებთ“- რას პასუხობს საგარეჯოს სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი პედაგოგებს

2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

შეხვედრაზე ასევე მოსწავლეებს გააცნობენ პრემიერ-მინისტრის შესაბამის ბრძანებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება