სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლებში დისტანცია არც სამასწავლებლოში, არც დერეფნებსა და საკლასო ოთახებშია დაცული - შემოწმების შედეგები
18-03-2021
-
+


დასვენებებზე ვერ ხერხდება ბავშვებს შორის დისტანციის დაცვა სკოლის დერეფნებსა და საკლასო ოთახებში, დისტანცია არც სამასწავლებლოშია დაცული - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ომბუდსმენის აპარატმა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის მზაობისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული საჭიროებების გამოსავლენად, 2021 წლის 22-25 თებერვალს, თბილისში მდებარე 21 საჯარო სკოლის მონიტორინგი განახორციელა.

მონიტორინგმა რიგი გამოწვევები გამოავლინა, რომელთა პრევენცია და აღმოფხვრაც მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ შემოწმებული სკოლები მეტწილად პასუხობს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს, თუმცა გამოიკვეთა სანიტარულ-ჰიგიენური, ინფრასტრუქტურული მოწესრიგების, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის, საპირფარეშოების მოწყობისა და დისტანციის დაცვის პრობლემები. შემოწმებული საჯარო სკოლების ნაწილში საჭიროა სანიტარული კვანძების და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც, რათა სრულყოფილად იქნეს შესაძლებელი ჰიგიენური ნორმების დაცვა.

აღმოჩნდა, რომ იმ 21 სკოლიდან, რომლებშიც მონიტორინგი განხორციელდა, 2020-2021 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთ სკოლაში იყო ჩატარებული სასმელი წყლის უვნებლობისა და უსაფრთხოების მიკრობიოლოგიური კვლევა. ასევე, ძირითადად, სასმელი წყალი ბავშვებს პლასტმასის ბოთლით სახლიდან დააქვთ ან სკოლის საპირფარეშოებიდან იღებენ. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საჭიროა ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება, რათა მოსწავლეებისათვის სასმელად ვარგისი წყალი ყველა სკოლაში იყოს ხელმისაწვდომი.

მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სკოლების ნაწილში არ არის ცხელი წყალი და კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მოსწავლეები ხელებს ცივი წყლით იბანენ. შემოწმებული სკოლებიდან ცხელი წყალი მხოლოდ 8 დაწესებულებაში იყო სრულად ხელმისაწვდომი.

დასვენებებზე ვერ ხერხდება ბავშვებს შორის დისტანციის დაცვა სკოლის დერეფნებსა და საკლასო ოთახებში; დისტანცია არც სამასწავლებლოშია დაცული. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საჯარო სკოლებში გადაიხედოს დისტანციის დაცვის მოქმედი სისტემა და გატარდეს ადეკვატური ღონისძიებები, რათა სკოლების შესასვლელებსა და დერეფნებში, ასევე საკლასო ოთახებში შესაძლებელი გახდეს დისტანციის დაცვა.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, სკოლაში დასაქმებულ პირებს, მათი კომპეტენციისა და დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად შესასრულებლად, სრულყოფილად უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია პანდემიის პირობებში უსაფრთხოებისა და სასკოლო მოწყობის საკითხებზე.

თბილისის საჯარო სკოლებში ახალი კორონავირუსის პირობებში სასწავლო პროცესის უსაფრთხოებისა და ფიზიკური გარემოს უვნებლობის კუთხით იდენტიფიცირებულ ძირითად გამოწვევებზე, საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წლის 10 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიმართა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

სპეცმასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 2 წლიანი სტაჟის გარეშე ვერ ჩაირიცხებით - ცვლილებების პროექტი ცნობილია

განათლების სამინისტრო სესიებს ჩაატარებს - დეტალები

1-ელი მაისი სკოლის დირექტორთა საერთაშორისო დღეა - დაარსების იდეა ამერიკელ პედაგოგს ეკუთვნის

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია კორძახია

 

 

საინტერესო აქტივობაში პატარები დიდი სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთნენ

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც მუსიკა ასრულებს ქართულ კინოში
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება