სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბავშვთა უფლებების კოდექსის შემუშავებაში ევროკავშირი ერთვება
18-03-2021
-
+


ევროკავშირი და გაერო-ს ბავშვთა ფონდი დაეხმარებიან საქართველოს ბავშვებს, იცხოვრონ დაცულ, მზრუნველ ოჯახურ გარემოში და ხელი მიუწვდებოდეთ ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებაზე, - ინფორმაციას გაერო-ს ბავშვთა ფონდი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ მიზანია, დაეხმაროს მთავრობას, ბავშვის უფლებათა კოდექსის სრულყოფაში, მათ შორის, დაგეგმილი ღონისძიებების დეცენტრალიზაციაში, ადგილობრივ დონეზე ბავშვთა უფლებების პატივისცემისა და დაცვის გაუმჯობესების მიზნით. პროექტს განახორციელებს გაერო-ს ბავშვთა ფონდი, საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

„ევროკავშირი მოხარულია, კვლავ ითანამშრომლოს გაერო-ს ბავშვთა ფონდთან და ამჯერად დაეხმაროს საქართველოს უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტის, ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებაში. ჩვენი ერთობლივი პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ბავშვებს, გადავიდნენ ინსტიტუციებიდან ოჯახურ გარემოში და გააძლიერებს მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვზე მორგებულ მიდგომებს. პროექტი ინტენსიურად იმუშავებს ადგილობრივ მთავრობებთან და მუნიციპალურ სოციალურ მუშაკებთან, რათა დაუცველ ბავშვებსა და ოჯახებს ხელი მიუწვდებოდეთ აუცილებელ მომსახურებებთან. ბავშვთა უფლებები, ისევე როგორც სხვა უფლებები, არ ექვემდებარება გადახედვას. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობას ქართველ პარტნიორებთან ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

პროექტი გააძლიერებს სოციალური მომსახურების სფეროს მუშაკების შესაძლებლობებს ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერის, ასევე დაცვის მიზნით. დაეხმარება მოქალაქეებს, თემებს, პროფესიონალებს და მშობლებს ბავშვთა აღზრდის პოზიტიური მეთოდების გამოყენებაში, რაც ასევე მოიაზრებს ბავშვთა უფლებების პატივისცემას. ეს გულისხმობს გოგონების და ბიჭების უფლებას, იცხოვრონ ოჯახურ გარემოში, რომელიც თავისუფალია ძალადობისგან, სადაც ბავშვებმა იციან საკუთარი უფლებები და ამ უფლებებით სარგებლობა.

მართლმსაჯულების სისტემაში დაამკვიდრებს ბავშვზე მორგებულ მიდგომას ყველა ბავშვისთვის, ვინც არის კონტაქტში კანონთან, დაზარალებულ/დანაშაულის მოწმე ბავშვების და ოჯახებიდან განცალკევებული ბავშვების ჩათვლით. გააძლიერებს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სააგენტოს, რათა განხორციელდეს დანაშაულის პრევენციისთვის აუცილებელი რეფერირების პროცედურები და ხარისხიანი პროგრამები რთული ქცევის მქონე ბავშვებისთვის, კრიმინალური პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი და განრიდების პროგრამის მონაწილე ბავშვებისთვის კორონავირუსის პანდემიამ ახალი გამოწვევები შეუქმნა ბავშვებსა და ოჯახებს. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები და მოსალოდნელი სამუშაოს დაკარგვა კიდევ უფრო ზრდის ოჯახების დაუცველობას და რისკს ბავშვებისთვის. ეს პროექტი მხარს დაუჭერს ბავშვების უფლებების დაცვას პანდემიის დროს და მისი დასრულების შემდეგაც.

ამასთან, გაერო-ს ბავშვთა ფონდის ცნობით, 2005 წლიდან საქართველოს მთავრობა ევროკავშირის, გაერო-ს ბავშვთა ფონდის, სხვა დონორებისა და სახელმწიფო და არასამთავრობო პარტნიორების მხარდაჭერით, ახორციელებს ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის რეფორმას. ბავშვთა მიმართ ძალადობა ოჯახებში, ბავშვთა დაწესებულებებში, მინდობით აღზრდაში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება; ბავშვების 69 პროცენტის მიმართ იყენებენ დასჯის ძალადობრივ მეთოდებს. ბევრი თვლის, რომ ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენება მისაღებია და დასჯის ფიზიკური მეთოდები უფრო ეფექტიანია, ვიდრე აღზრდის/მშობლობის არაძალადობრივი მეთოდები.

„2009 წლიდან მოყოლებული, ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. რეფორმამ ხელშესახები შედეგები გამოიღო კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისათვის, თუმცა საჭიროა დამატებითი ძალისხმევა არასრულწლოვანთა დანაშაულების პრევენციისათვის. 2010 წელს განრიდების პროგრამის ამოქმედების შემდეგ, პროგრამამ დახმარება გაუწია 4 000-ზე მეტ ბავშვს და ახალგაზრდას. ამის მიუხედავად, საჭიროა მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო სერვისების დანერგვა განრიდებული არასრულწლოვნებისთვის და კოორდინაციის გაძლიერება სხვადასხვა სპეციალისტებს შორის“, - აღნიშნულია გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება