სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„მშობლებს ვურჩევდი, მეტად ითანამშრომლონ სკოლასთან“- გვიშტიბის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ქორიძე
02-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან? - ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-თან ბლიც-ინტერვიუში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ქორიძე პასუხობს.

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...

- რა საშიშროების წინაშე დგას კაცობრიობა, რომ აუცილებელია ერთმანეთთან ურთიერთობისას გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე, დავიცვათ საკუთარი თავი და გავურთხილდეთ ერთმანეთს.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- თანამედროვე ტექნოლოგიების მიზნობრივი და ეფექტური გამოყენება სწავლა სწავლების პროცესში. შევძელით განსხვავებულ ფორმატში დისტანციურად გაგვეგრძელებინა სასწავლო პროცესი. სიღრმისეულად დავეუფლოთ ტექნიკურ საშუალებებს.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- რომ მთელ მსოფლიო დადგა ახალი გამოწვევების წინაშე, მოგვიხდა ახალი გზებისა და საშუალებების მოძიება უხილავ მტერთან ბრძოლის და ამავდროულად სამუშაო პროცესის გასაგრძელებლად. წელი რომელიც დაიწყო და დასრულდა შეზღუდვებით, მოლოდინებით.

მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- ახალი შემართებით ჩართვა სასწავლო პროცესში წარმოშობილი დაბრკოლებების გადასალახად, ზრუნვა მოსწავლეებზე, ურთიერთთანამშრომლობა, თანადგომა.

მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- როცა არ იყენებენ თავიანთ ნიჭსა და შესაძლებლობებს, არ ან ნაკლებად ცდილობენ ცოდნის რეალიზებას, მარტივად და სწრაფად შესძლეს დისტანციურ რეჟიმში გადართვა და სასწავლო პროცესში ჩართვა, თუმცა მალავე გაუჩნდათ ნოსტალგია საკლასო ოთახებში ჩატარებულ გაკვეთილებზე და ოცნებობდნენ სკოლაში დაბრუნებაზე.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტად ითანამშრომლონ სკოლასთან, პედაგოგებთან ჰქონდეთ მეტი კომუნიკაცია, რომ ერთობლივად ურთიერთთანამშრომლობით მოვახდინოთ სწავლა სწავლების პროცესის უკეთესედ მართვა, სირთულეების და გამოწვევების დაძლევა, რაც გააუმჯობესებს და აწევს სწავლების ხარისხს.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- რას გააკეთებს  მომავალი თაობა უკეთესი ხვალინდელი დღისათვის. არ გვეშინოდეს ერთმანეთთან ურთიერთობის, სიახლოვის, როდის დავუბრუნდებით ცხოვრებოს ჩვეულ რიტმს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება