სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„აუცილებლად გჯეროდეთ თქვენი  შვილების“ - ნინო ბურდიაშვილი, პატარძეულის საჯარო სკოლის დირექტორი
26-02-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის დირექტორის, ნინო ბურდიაშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

​​- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- ახალი გამოწვევა - ახალი  შესაძლებლობების, ახალი უნარ-ჩვევების აღმოჩენაა. ამ პროცესმა ცხადყო,  რომ ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში, საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სეგმენტსაც არ უნდა ეხებოდეს  ის, მოძრაობა და წინხედვაა საჭირო, რა თქმა უნდა, წინარე გამოცდილებების გათვალისწინებით.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რომ ტექნოლოგიებზე ორიენტირება განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად, ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი ბერკეტია და რომ ამ პროცესში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა    გუნდურობასა და ჩართულობას ბევრი სიკეთის მოტანაც შეუძლია, თუმცა პარალელურად გვაჩვენა ის  სირთულეები, რომელთა გააზრება და ლოგიკური გამოსავლის ძებნა ძალიან სასწრაფო და მისახედია.  ვირტუალურ გარემოში პიროვნების ფორმირება ნონსესნსია. მოსწავლეს პიროვნებად აყალიბებს მხოლოდ  ადამიანთა რეალური სივრცე, ცოცხალი ურთიერთობები და ა.შ. ერთი სიტყვით, მიუხედავად ქართული  ხასიათის უჩვეულო მაქსიმალიზმისა, ოქროს შუალედის პოვნა დღის წესრიგში რჩება. 

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- ბრძოლა-თვითგამორკვევისთვის - ვფიქრობ, ეს  არ არის პათეტიკა, რეალობაა. დიახ, ჩვენ დავფიქრდით  საკუთარ „მე“-ზე; დავფიქრდით, რომ  შენი  მიზნები, როგორი დიადიც არ უნდა იყოს, შეიძლება    უცაბედმა  მოცემულობამ თავდაყირა დააყენოს და რომ ფორსმაჟორში  საკუთარ  შესაძლებლობებზე  უნდა  დაფიქრდე.  და ამასობაში,  ახალ  ძალას  პოულობ  საკუთარ  თავში, რაზეც  დასაწყისში  ვსაუბრობდი.  ახალი გამოწვევა ახალ შესაძლებლობებად  იქცა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- ახალ თაობას ძალიან  განსხვავებული  ხედვები  აქვს, ნაკლები  ეროვნული  მუხტი....  ვფიქრობ,    ქართული  განათლების    უმთავრესი  მიზნის  მისაღწევად,   ჩვენ  გუნდურად  შეგვიძლია    ეროვნული  კალაპოტი  მივცეთ   მომავალი  თაობის  კრეატიულ  და   საინტერესო  ხედვებს.  ოღონდ,  მხოლოდ  გუნდურად....

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- ამაზე ყოველთვის  ცალსახა  პასუხი  მაქვს:   არასოდეს  არ  მიკვირს  არაფერი  მოსწავლეებისგან.  ეს არის  ძალიან  ბუნებრივი  მდგომარეობა.  ისინი  აუცილებლად  უნდა   სვამდნენ  უცნაურ  შეკითხვებს,  მათ  აქვთ  შეცდომების  დაშვების  უფლება,  ამიტომ  ვარსებობთ  საზოგადოება  და  ჩვენ  მათი პედაგოგები, რომ მათ  მიერ    გამოხატულ  კრიტიკულ  და  მწვავე  პოზიციას  ბარიკადები  კი  არ  აღვუმართოთ,  არამედ  უფრო  მეტი  პოლემიკისკენ  ვუბიძგოთ,  გამოვიწვიოთ  ისინი  გულახდილ  საუბარში.  ეს  აუცილებლად განათებს  გვირაბს. სიბნელეში  მთავარი  მეჩირაღდნე კი, კარგი  მასწავლებელია, კარგი სკოლაა!

- მშობლებს ვურჩევდი...

- დასვით შეკითხვები, დასვით  შეკითხვები  და ჯიუტად დაელოდეთ ამომწურავ პასუხს. და აუცილებლად გჯეროდეთ  თქვენი  შვილების! მათი სახით ამ ქვეყანას  სერიოზული პოტენციალი  ჰყავს.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- რომ თვითონაც, როგორც პედაგოგი არასოდეს  შევიცვლიდი პროფესიას. ყველაზე მნიშვნელოვან  საქმეს პიროვნების  ფორმირებაში  მასწავლებელი  აკეთებს. და კიდევ, იღბლიან ადამიანი ვარ -  გამიმართლა, რომ სწორედ იმ სკოლის ხელმძღვანელი ვარ, რომლის კედლებშიც თვითონ მივიღე ის  საგზალი, მთელი ცხოვრება რომ მასაზრდოებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება