სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენჯერ შეძლებთ დისტანციური სწავლების არჩევას - არის თუ არა ლიმიტი
23-02-2021
-
+


მას შემდეგ, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, გაირკვა, რომ დიდი ქალაქების მოსწავლეთა მშობლებს, აქვთ დისტანციური სწავლების არჩევის უფლება - ვისაც სურს, შვილი სახლში შეუძლია დატოვოს და მას, ონლაინ-გაკვეთილები ჩაუტარდება. გადაწყვეტილების შეცვლა კი ყოველ ოთხშაბათს არის შესაძლებელი - ანუ როცა მოისურვებდნენ, ბავშვს სკოლაში დააბრუნებდნენ.

საქმე ისაა, რომ 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, როდესაც დაბალი კლასის მოსწავლეები სკოლაში დადიოდნენ, ეს უფლება მშობლებს მაშინაც ჰქონდათ, თუმცა რაოდენობა შეზღუდული იყო და გადაწყვეტილების შეცვლა მხოლოდ სამჯერ შეეძლოთ. 

Etaloni.ge დაინტერესდა, მეორე სემესტრშიც არსებობს თუ არა ეს შეზღუდვა და არის თუ არა ლიმიტირებული დისტანციური სწავლების არჩევანი?

კითხვით, განათლების სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ ამ შემთხვევაში რაოდენობა შეზღუდული არ არის და მშობელს იმდენჯერ შეეძლება დისტანციური სწავლების არჩევა, რამდენჯერაც მოისურვებს, ოღონდ რაოდენობა თვეში ოთხს მაინც არ აჭარბებს, რადგან ამის საშუალება, როგორც უკვე მოგახსენეთ, მხოლოდ ოთხშაბათობით აქვთ.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება