სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ძლიერი სასკოლო საზოგადოება წარმატებული სკოლის საფუძველია“ - ნანული პაპუაშვილი, წრომის საჯარო სკოლის დირექტორი
22-02-2021
-
+


როგორ აფასებს 2020 წელს და რა გამოწვევების წინაშე დადგა კოვიდ-პანდემიის დროს; რას ურჩევდა მშობლებს და რა უხარია ყველაზე ხშირად მასწავლებლებისგან - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის საჯარო სკოლის დირექტორთან, ნანული პაპუაშვილთან ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- ​კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- მიუხედავად სტრესული მდგომარეობისა, აუცილებელია, ბევრი რამ ვისწავლოთ წარმოქმნილი კრიზისისგან და განათლების სფეროში წარმოშობილი პრობლემები სტრატეგიულად გამოვიყენოთ ამავე სისტემის გასამართად.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- განათლების გარემო, ყველა შემთხვევაში, უნდა იყოს ყველასთვის მიმზიდველი, ღირსეული, ინკლუზიური და ხელშემწყობი. სკოლების მიერ მიღებულ ზომებს შეუძლიათ, მინიმუმზე დაიყვანონ სასწავლო პროცესების შეფერხება და დაიცვან მოსწავლეები პერსონალი დისკრიმინაციისგან.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც ურთულეს, მაგრამ საინტერესო გამოწვევებით სავსე წელიწადს, რომელმაც ბევრ რამეზე დაგვაფიქრა; მოგვცა საშუალება, გადაგვეფასებინა ღირებულებები.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მათი მუდმივი მზაობა, შეხვდნენ ღირსეულად ახალ გამოწვევებს. დახარჯონ მეტი დრო და ენერგია  ეფექტიანი გაკვეთილის ჩატარებისთვის და თან იზრუნონ პროფესიულ განვითარებაზე.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- სწრაფი ადაპტირების უნარი; კრეატიული აზროვნება.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. ძლიერი სასკოლო საზოგადოება წარმატებული სკოლის საფუძველია.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- თანამედროვე გამოწვევებზე; გადაჭრის გზებზე; ხვალინდელ დღეზე...

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება