სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლები ყოველთვის იდგნენ აქტიური ცხოვრების სადარაჯოზე“ - მზიური ხარაზი, კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი
22-02-2021
-
+


„კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა, რომ შეუძლებელი არაფერია“, - ასე აფასებს ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებასა და განვლილ 2020 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მზიური ხარაზი.

როგორც ხარაზმა etaloni.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში განაცხადა, მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად პასუხისმგებლობა, ჩართულობა და აქტიურობა ახარებს; მოსწავლეებისგან კი, ყველაზე ხშირად უპასუხისმგებლობა უკვირს.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- იმედით, რწმენით როგორ უნდა გავერთიანდეთ და დავძლიოთ შიში; როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება ხვალინდელი დღისთვის.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- მასწავლებლები ყოველთვის იდგნენ აქტიური ცხოვრების სადარაჯოზე. დავინახეთ, რომ შეუძლებელი არაფერია.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- შიში, კარჩაკეტილობა, მონატრება… და მაინც: იმედი, თანადგომა, ცხოვრება გრძელდება.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- აქტიურობა, ჩართულობა, პასუხისმგებლობა, მოვალეობა უპირველეს ყოვლისა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- უპასუხისმგებლობა.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტი დრო გავატაროთ შვილებთან; სკოლასთან ერთად მოვამზადოთ ისინი ცხოვრებისთვის.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ვარ თუ არა ბედნიერი ჩემი 42 წლის პედაგოგობით? გავაკეთე ის, რაც მევალებოდა?

ვფიქრობ, რომ ბედნიერი ვარ, პროფესიის არჩევა ხელმეორედ რომ მიხდებოდეს, ისევ პედაგოგობას ავირჩევდი, რადგან მიყვარს ბავშვები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება