TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, ვიყოთ ქვეყნის ჯარისკაცები საგანმანათლებლო სფეროში“ - მზია კაპანაძე, წაღვლის საჯარო სკოლის დირექტორი
22-02-2021
-
+


როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად; რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ და რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის დირექტორმა, მზია კაპანაძე, ისაუბრა.

მისი თქმით, მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად კოლეგიალურობა, ურთიერთპატივისცემა, თანადგომა, პროფესიონალიზმი, თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ახარებს.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ ქვეყანა, საზოგადოება, მსოფლიო შეიძლება გაერთიანდეს და მოახდინოს მობილიზაცია საერთო გასაჭირის დროს; რომ ძვირფასია ადამიანური ურთიერთობები; რომ ვისწავლეთ, როგორ ვიზრუნოთ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე; რომ ადამიანები ყოველთვის მზად უნდა იყვნენ გაუთვალისწინებელ სიტუაციაში ორიენტირებისთვის; რომ აუცილებელია, თანამედროვე ტექნოლოგიების  კარგად დაუფლება  და იმ გამოწვევებისთვის მზადყოფნა რასაც გვთავაზობს XXI საუკუნე.  

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- როგორ ვიმუშაოთ ექსტრემალურ პირობებში, რომ მუდამ მზად ვიყოთ ახალი გამოწვევებისთვის; ვიზრუნოთ მოსწავლეთა საჭიროებებზე; დავეუფლოთ ონლაინ სწავლების ხერხებსა და მეთოდებს; ვიყოთ ქვეყნის ჯარისკაცები საგანმანათლებლო სფეროში.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

უცნაური, მოულოდნელი, სტრესული, მძიმე, რთული გამოწვევების და მათი დაძლევის წელი.  

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- კოლეგიალურობა, ურთიერთპატივისცემა, თანადგომა, პროფესიონალიზმი, თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება.  

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- დაბალი მოტივაცია.

- მშობლებს ვურჩევდი...

- უფრო მეტად გაიცნონ შვილების სამყარო; აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში; იზრუნონ მათთვის სასწავლო პირობების შექმნაზე.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, როგორ შევქმნა საინტერესო, სახალისო, შემოქმედებითი  სასწავლო გარემო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება