სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მიეცით უფლება შვილებს, ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე“ - თამარ ჭარბაძე, N143 სკოლის დირექტორი
22-02-2021
-
+


რა უხარია მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან; როგორ შეაფასებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge  ​თბილისის N143 საჯარო სკოლის დირექტორის, თამარ ჭარბაძის ბლიც-პასუხებს გთავაზობთ.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საჭიროა, პრობლემის სწრაფი შესწავლა/რეაგირება. კერძოდ, იმის მოფიქრება, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ არსებული სიტუაციიდან მინიმალური ზიანით. თანამედროვე სკოლა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. მუდმივად მზად უნდა იყოს ცვლილებებისთვის, სიახლეებისთვის. ასევე, ფაქტია, რომ სკოლასთან ცოცხალი კონტაქტი თემის მკვიდრთ  ჰაერივით სჭირდებათ. ონლაინურთიერთობა ამ დეფიციტს ვერ შეავსებს. თითქმის ერთწლიანმა იძულებითმა იზოლაციამ ამაში დაგვარწმუნა, ბავშვებს სჭირდებათ ერთმანეთის დანახვა, ერთმანეთთან და მასწავლებელთან ცოცხალი კომუნიკაცია.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, თითქმის გვაიძულა ახალი ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება სასწავლო პროცესში. ფორსმაჟორულ სიტუაციაში ქართველმა მასწავლებლებმა შეუძლებელი შეძლეს. დამეთანხმებით, რთულია, ერთ-ორ-სამ დღეში გადაერთო მუშაობის სრულიად ახალ მოდელზე, აკეთო ისეთი რამ, რაც  მანამდე  არასოდეს  გიკეთებია.  ქართულმა  საგანმანათლებლო  სისტემამ ეს მოახერხა. ე.ი. სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, შეუძლებელი არაფერია.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორ დავახასიათებდი 2020 წელს? ეს არის  გამოწვევების, თქვენ წარმოიდგინეთ, შესაძლებლობების, სწრაფი გადაწყვეტილებების წელი. ონლაინ სწავლებაზე ეფექტურად გადასვლას, სწორედ, სწრაფი გადაწყვეტილებებები  დასჭირდა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია მსგავს სიტუაციაში. 2020  წელმა წარმოაჩინა ჩვენი შესაძლებლობები, საკუთარი თავის რწმენა განგვიმტკია და მეტად დაგვაფიქრა მრავალ რაღაცაზე.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მასწავლებლებისგან ყველაზე მეტად პროფესიული ზრდა მიხარია. საინტერესო გაკვეთილს მოსწავლესავით გაფაციცებული ვუსმენ და ბედნიერი ვარ, როცა რაღაც ახალს ვსწავლობ კოლეგისგან. საბედნიეროდ, ჩვენს სკოლაში ასეთი მასწავლებელი ბევრი გვყავს. ბევრჯერ გამოვსულვარ მათი გაკვეთილიდან გახარებული.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- რა მიკვირს ყველაზე მეტად მოსწავლეებისაგან? არაფერი. იმდენი წელია სკოლაში ვმუშაობ, ძნელია ჩემი გაკვირვება... ვფიქრობ, მათ ყველა საქციელს ვუძებნი ახსნას. ვცდილობ, მათი ნდობა მოვიპოვო და მივახვედრო, რას ვერ აკეთებს სწორად (ჩემი აზრით), თუმცა თავს არავის არაფერს ვახვევ ... ძალიან მინდა, რომ ბევრი ისწავლონ და იფიქრონ.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მშობლებს ვურჩევდი, ნუ შეუშინდებიან შვილების შეცდომებს; ნუ ცდილობენ გამუდმებით მათი პრობლემების  მოგვარებას. გამოცდილებამ მიჩვენა, რომ დამოუკიდებლად გამოსწორებული შეცდომა საუკეთესო მასწავლებელია. მიეცით უფლება შვილებს, ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ, როგორ რეფლექსიას დამიბრუნებს ცხოვრება. ძალიან მინდა, ამ რეფლექსიაში ეწეროს, რომ ჩემი მისია შესრულებულია, რომ  მოსწავლეთა  უმრავლესობამ იპოვა  საკუთარი  ადგილი ცხოვრებაში, მოახერხა თვითრეალიზება და მადლიერებით იხსენებს მშობლიურ სკოლას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება