| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ III-VI კლასის მოსწავლეები ახალი საგანს - „მომავლის პროფესიები” ისწავლიან.
საგნის ფარგლებში მოსწავლეები 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის მოემზადებიან და საჭირო პროფესიების საფუძვლებს დაეუფლებიან.
„ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მოსწავლეების მომზადება მომავალი წარმატებული ცხოვრებისთვის. მათთვის საჭირო უნარების განვითარებას კი წელს დაგეგმილი პროექტები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
როგორც იცით, „Future Laboratory“-ისთან პარტნიორობის შედეგად, III-VI კლასებში მოსწავლეებისთვის ახალი საგანი - „მომავლის პროფესიები” დაემატება.
საგნის ფარგლებში მოსწავლეები 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის მოემზადებიან და საჭირო პროფესიების საფუძვლებს დაეუფლებიან.
მომავლის პროფესიები სხვადასხვა ტექნიკურ საგანს აერთიანებს, მათ შორისაა: რობოტექნიკა (mBot) და ელექტრონიკა (Arduino).
mBot - ემბოტი, ეს არის რობოტი,რომელიც მიკროკონტროლერის ბაზაზე მუშაობს. მოსწავლეები შეისწავლიან ემბოტის დაპროგრამებას mBlock-ის გამოყენებით, კონსტურქტორს და მის ძირითად ფუნქციებს. შეძლებენ სიმულაციის გაშვებას mBot Simulator-ის გამოყენებით და შედეგის ნახვას.
Arduino - მოსწავლეები შეისწავლიან ელექტროინჟინერიის საწყისებს, სხვადასხვა სენსორების შეერთების სქემას და დაპროგრამებას “Tinkercad Circuit”ის გამოყენებით. ისინი შეძლებენ ააწყონ სარწყავი მოწყობილობის პროტოტიპის სიმულაცია, ავტომატური განათების სისტემა და ა.შ ასევე მოსწავლეები შეისწავლიან ფიზიკის საწყისებს: დენის ძალას, წინაღობას და სხვა“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი