| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წესები, რომელიც პარლამენტმა მიიღო, იმ სახით ვერ შესრულდება, რაც დოკუმენტშია ასახული - ეს არის რეალობა - აღნიშნული განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
მინისტრის თქმით, საბავშვო ბაღების ავტორიზაციასთან დაკავშირებული რეგლამენტი ბაღებთან დაკავშირებით არსებულ რეალობას, არ ასახავს.
„როცა ძველ ბაღებზე ვსაუბრობთ, არათუ სარემონტო სამუშაოები, არამედ მეტწილად შენობის კარდინალური სტრუქტურული ცვლილებებია საჭირო, რათა ის რეგლამენტთან შესაბამისობაში მოვიდეს. საბავშვო ბაღებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველობები მართავენ. ჩვენ ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ, რომ რეგლამენტის პირობები გადაიხედოს და ბაღების ავტორიზაციის პროცესს ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება ახალი ბაღების მშენებლობას, მინისტრის თქმით, ეს პროცესი რეგლამენტის სრული დაცვით მიმდინარეობს.
„31 ბაღის მშენებლობის პროცესი რეგლამენტთან სრულად თანხვედრაშია“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას