სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„როცა სტიმულს ვხედავთ, უფრო მეტად ვვითარდებით“ - „აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“ - ის იანვრის გამარჯვებულს კომპიუტერი გადაეცა
16-02-2021
-
+


„ეტალონის“ უპრეცედენტო პროექტის „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“-ის იანვრის თვის გამარჯვებულს, დავით ჩიტაშვილს პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა სიურპრიზი გაუკეთა და პორტატული კომპიუტერი გადასცა საჩუქრად.

როგორც პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, საგანმანათლებლო პროექტები დღევანდელ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მისი მხრიდან იყო ხელშეწყობა და მოტივაცია, როგორც გამარჯვებული მოსწავლისთვის ისე, სხვა ბავშვებისთვის და უშუალოდ პროექტის მიმართ.

„ეს იყო სიურპრიზი. ასე გადავწყვიტეთ, რადგან ამ ვითარებაში როცა ასეთი გაჭირვებაა, პანდემიაა, ბავშვების განათლებას არ ექცევა სათანადო ყურადღება, არადა საქართველოს გადარჩენის იმედი სწორედ განათლებულ თაობაშია. ამ მოსწავლისთვის ეს საჩუქარი იქნებოდა წახალისება და დამატებითი მოტივაცია და ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩავთვალე, რომ ეს იყო გვერდში დგომა და ასეთი ჟესტით გამოვხატე მხარდაჭერა ამ შესანიშნავი  პროექტის მიმართ“, - გვითხრა თაკო ჩარკვიანმა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის შილდის N2 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე დავით ჩიტაშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება და როგორც თავად გვეუბნება, უნდა თბილისის სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტში ქირურგიის მიმართულებით ჩააბაროს. პროექტში წარმატება კი მისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იყო.

„პროექტში ჩემი მონაწილეობა საკმაოდ მოულოდნელი და წარმატებული იყო. როცა კონკურსში მონაწილეობა შემომთავაზეს დაუფიქრებლად დავთანხმდი, რადგან საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მერვე კლასიდან სისტემატიურად ვიღებდი მონაწილეობას.

მიუხედავად ამისა, მეგონა, რადგან ონლაინ ფორმატში ტარდებოდა შეიძლებოდა გარკვეული შეფერხებები ყოფილიყო, თუმცა ძალიან გამართული იყო ყველაფერი ტექნიკურად. ძალიან გამიხარდა მოგება, მაგრამ ვფიქრობ, მონაწილეობაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან ასეთი პროექტის ნაწილი რომ ხდება უკვე წარმატება.

მინდა ყველა მოსწავლეს ვუთხრა, რომ არ დანებდნენ, მაქსიმალურად ეცადონ, რომ მიიღონ საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა, ეს გვაძლევს შესაძლებლობას უფრო მეტი ვისწავლოთ და როცა სტიმულს ვხედავთ, უფრო მეტს ვსწავლობთ და უფრო მეტად ვვითარდებით“, - გვითხრა დავით ჩიტაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება