სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით განათლების სამინისტროსთან აქცია იმართება
25-01-2021
-
+


კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით განათლების სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი იმართება. აქციაზე ქორეოგრაფიული ანსამბლის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ამბობენ, რომ უკვე ათი თვეა მათ მუშაობის საშუალება არ ეძლევათ.

სექტორის წარმომადგენლები თქმით, 10 თვის განმავლობაში ის დახმარება, რაც სახელმწიფომ გამოუყო, მათთვის საკმარისი არ იყო და მზად არიან კორონავირუსისთვის დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით განაახლონ მუშაობა.

„უამრავი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. პირველი პრობლემა ეს არის, ფინანსური პრობლემა, რადგან უკვე მე-10 თვეა უმუშევრები ვართ. სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, რაც იყო იმდენად მიზერული იყო, რომ 10 თვის განმავლობაში არანაირად გვეყოფოდა. ხელშესახებ დახმარებაზე საუბარი არ არსებობს, დღემდე არ გვაძლევენ მუშაობის უფლებას. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ იმ რეგულაციებით, რაც საჭიროა კოვიდთან დაკავშირებით, ეს ჩვენს ინტერესებშიც შედის“, - ამბობს ქორეოგრაფიული ანსამბლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აქცია გამართეს მოსწავლეების მშობლებმაც, რომლებიც დისტანციურ სწავლებას აპროტესტებდნენ და ბავშვების სკოლაში დაბრუნებას მოითხოვდნენ.

22 იანვარს მთავრობამ პირველი თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების გახანგრძლივება დააანონსა. კერძოდ, რამდენიმე ქალაქში აღდგება ტრანსპორტი და სწავლა სკოლებში, თუმცა დიდ ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქში ტრანსპორტი და სკოლები მარტამდე არ აღდგება. 

იხილეთ ასევე: სკოლების გახსნის მოთხოვნით მშობლები „მზიურის პარკში“ აქციას მართავენ


ყველა შეზღუდვა, რომელსაც მთავრობა ხსნის - რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა ქვეყანაში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება