სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ლაბორატორიული სამუშაოები და ექსპერიმენტები სახლის პირობებში: 4 სასარგებლო რჩევა 
04-02-2021
-
+


პრაქტიკული სამუშაოები - სასწავლო პროცესის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია. ბევრი მოსწავლე აღმერთებს გაკვეთილებს, რომლებზეც ცდებს ატარებენ, რადგან ეს სახალისო და მოტივაციის მომცემია.

კორონავირუსის ეპოქაში, როდესაც სასწავლო პროცესმა დიდწილად სახლში კომპიუტერის ეკრანებთან გადაინაცვლა შეგიძლიათ მოსწავლეებს პრაქტიკული მეცადინეობების შესრულება სახლში შესთავაზოთ. 

მართალია მოსწავლეებს არ ექნებათ წვდომა აღჭურვილობასა და მასალაზე, პედაგოგი კი „პირადად“ ვერ შეძლებს დაესწროს ცდებს, მაგრამ, სხვა მხრივ, ბავშვები დამოუკიდებლად შეძლებენ აღმოჩენების გაკეთებას და მიიღებენ კიდევ ერთ შესაძლებლობას ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე.

გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას სახლის პირობებში ლაბორატორიული სამუშაოების ორგანიზებისთვის.

1. ხელთ არსებული საშუალებების გამოყენება

ბევრი პედაგოგი შიშობს, რომ სახლის პირობებში ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება ზოგიერთ მოსწავლეს არახელსაყრელ პირობებში ჩააგდებს, რადგან ცდებისთვის სპეციალური აღჭურვილობის (მაგალითად, მიკროსკოპის) შეძენა ყველას არ შეუძლია. 

მაგრამ ქიმიურ რეაქციაში მონაწილე ძვირადღირებულ ნივთიერებებსა და აღჭურვილობაზე აქცენტის გაკეთება აუცილებელი არ არის. ლაბორატორიული სამუშაოებისთვის ნივთების სტანდარტული ნაკრების მოძებნა სახლში ან ნებისმიერ საყოფაცხოვრებო მაღაზიაში ყოველთვის შეიძლება.

პრაქტიკული ექსპერიმენტის ჩასატარებლად გამოდგება ნებისმიერი ხელთ არსებული საშუალება: ჭიქები, მარკერები, ქაღალდის ხელსახოცები, საკვები საღებავები, პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ქიმია.

2. ექსპერიმენტებისთვის მზა კომპლექტის გაკეთება

იმისთვის, რომ საშინაო ლაბორატორიული სამუშაოები თანაბარ პირობებში ჩატარდეს, პედაგოგს შეუძლია ექსპერიმენტისთვის საჭირო ნივთიერებებისა და ინსტრუმენტების მარტივი და უსაფრთხო ნაკრები მოამზადოს

ასეთი ნაკრები დიდ ხარჯს არ მოითხოვს, მარტივი შესაგროვებელია ​და კლასის გარეთ მოსწავლეთა პრაქტიკულ საქმიანობაში ჩასართველათ შესანიშნავი საშუალებაა.

 3. ექსპერიმენტების ტრანსლირება და ვიდეო სახელმძღვანელოების ჩაწერა.

საგანმანათლებლო ტექნოლოგიები - ეს კიდევ ერთი საშუალებაა დისტანციური ლაბორატორიული სამუშაოების ორგანიზებისთვის. პედაგოგს შეუძლია ვიდეოგაკვეთილის ჩაწერა ან საკუთარი ლაბორატორიის პირდაპირი დემონსტრირება Zoom-ის ან სხვა ხელმისაწვდომი პლატფორმების დახმარებით.

პრაქტიკულ სამუშაოებზე ვირტუალური დასწრება მოსწავლეებს დაეხმარება უკეთ გაიგონ საგანი და კოლექტიურ კვლევაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ.

4. ონლაინ სიმულაციების ჩატარება

ლაბორატორიული სამუშაოების ორგანიზებისას, ზოგიერთი მასწავლებელი სიმულაციურ რესურსებს მიმართავს, ისეთს როგორიცაა მაგალითად - PhET. ეს უფასო ინსტრუმენტია, რომელიც მოსწავლეებსა და პედაგოგებს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და მათემატიკის გაკვეთილებისთვის ინტერაქტიულ სათამაშო სიმულაციებს სთავაზობს​.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება