| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მეორე სემესტრში დისტანციური და დასწრებითი ფორმატით სწავლის დაწყებამ საფიქრალი გაუჩინა იმ მასწავლებლებს, რომლებიც ერთდროულად ორ სკოლაში ასწავლიან და გადასაადგილებლად ტრანსპორტი ჭირდებად.
მაგალითად, ერთ-ერთი პედაგოგი თბილისის საჯარო სკოლაშიც ასწავლის და დმანისში, თუმცა იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს პრობლემის წინაშეა, რადგან არ იცის როგორ იაროს თბილისიდან დმანისში. მსგავსი პრობლემა საქართველოში არაერთ პედაგოგს აქვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაციები გადაუგზავნა. როგორ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძე ამბობს, სკოლებს შეუძლიათ დამატებითი თანხა გამოუწერონ მასწავლებლებს ან სკოლამ ტრანსპორტი დაიქირავოს.
„განათლების სამინისტრომ ვრცელი რეკომენდაციები მოამზადა და ყველა ეს რეკომენდაციის დოკუმენტი ყველა სკოლისთვის არის გადაგზავნილი. დოკუმენტში სამინისტროს სხვადასხვა ვარიანტებს სთავაზობს სკოლებს თუ როგორ უნდა გადაჭრას სკოლამ არსებული პრობლემა. სკოლას ეძლევა შესაძლებლობა, რომ თავად დაიქირაოს ტრანსპორტი, ან დანამატი მისცეს მასწავლებელს.
განათლების სამინისტრო აფიქსირებს, ასევე, რომ ტრანსპორტის დაქირავების შემთხვევაში თუ სკოლას გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვს, სამინისტრო ამ მიმართულებითაც დაეხმარება და დამატებით დაფინანსებას ჩაურიცხავს. შესაბამისად, განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, როგორც მოსწავლისთვის, ისე მასწავლებლისთვის ჩვენ სკოლებს გამოსავალი და პრობლემის გადაჭრის გზები შევთავაზეთ“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ.
იხილეთ ასევე: სკოლებს ხარჯი ეზრდებათ? - განათლების სამინისტროს დავალება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას