სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

კვერცხის გაყიდვით დაწყებული ბიზნესი - 5 მოზარდი, რომელიც სკოლაშივე მილიონერი გახდა
28-03-2021
-
+


როგორ შეიძლება კვერცხისა და ჯემის გაყიდვამ მილიონი მოგიტანოს? - ამ კითხვაზე პასუხი რთულია, თუმცა 5 ადამიანი, რომელთა შესახებაც გიამბობთ, სწორედ ასე გახდა მილიონერი მანამ, სანამ სკოლას დაამთავრებდა და ატესტატს აიღებდა.  

„ჩემი მიზანია, გავხდე ლიდერი ინტერნეტის მსოფლიო ინდუსტრიასა და მობილურ რეკლამაში, არ ვიცი, სად ვიმუშავებ 10 წლის შემდეგ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ არ მივატოვებ Branchr-ს, სანამ მისი კაპიტალი 100 მილიონ ფუნტ სტერლინგს არ მიაღწევს“, - ეს სიტყვები კრისტიან ოუენს ეკუთვნის, რომელმაც პირველი მილიონი 16 წლის ასაკში გამოიმუშავა.

ოუენმა შექმნა  საკონსულტაციო ინტერნეტ-პროექტი Branchr, თუმცა ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მარკ ცუკერბერგის მაგალითით შთაგონებულმა სპორტსმენებმა გადაწყვიტეს, გამდიდრებულიყვნენ.  

ბრიტანელი მოზარდი კრისტიან ოუენი კომპიუტერს ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში მიუჯდა - იგი შვიდი წლიდან ქმნიდა ვებ-გვერდებს, 14 წლის ასაკში პირველი ბიზნესპროექტი წარადგინა და 700 000 ფუნტიც გადაუხადეს, 16 წლისამ შექმნა VoteBundle, ხოლო მოგვიანებით - Branchr, სარეკლამო საიტი და ორ წელიწადში გამოიმუშავა თავისი პირველი მილიონი.

მეცხრეკლასელ ანდრეი ტერნოვსკის მუდმივად ემუქრებოდნენ სკოლიდან გარიცხვით, რადგან სწავლის მიმართ არანაირი ინტერესი არ ჰქონდა; ანდრეი კი დღესა და ღამეს ასწორებდა სახლის კომპიუტერთან და 48 საათში შექმნა გაცნობის საიტი, რომელსაც თავიდან 500 მომხმარებელი ჰყავდა, ერთ თვეში კი  50 ათასი.

ფრეიზერ დოერტი 16 წლის იყო, როდესაც სუპერმარკეტების ქსელთან Waitrose, კონტრაქტი გააფორმა და აიღო ვალდებულება, მარკეტები მურაბით მოემარაგებინა, შედეგად კი მისმა შემოსავალმა 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

დოერტიმ შეიმუშავა მურაბის წარმოების მეთოდი შაქრის გარეშე და სწორედ ამიტომ გახდა პოპულარული მისი პროდუქცია. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 14 წლის ედინბურგელი ბიჭი კულინარიამ გაიტაცა და თავისი ჯემი დეგუსტაციაზე ახლომდებარე ეკლესიაში მიიტანა. მას შემდეგ იგი ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობდა და ასე ნელ-ნელა გააფართოვა წარმოება. სწორედ მაშინ, დოერტიმ გააკეთა არჩევანი ატესტატსა და წარმატებულ ბიზნესს შორის, თუმცა „გაუნათლებლობას“ მისთვის ხელი არ შეუშლია, მილიონერი გამხდარიყო.

საკმაოდ კომიკურია რაიან როსსის გამდიდრების ისტორია, რომელიც სამი წლის ასაკიდან იწყება, როცა როსსი საოჯახო ფერმიდან კვერცხს ყიდდა და შედეგად პირველი მილიონი 9 წლის ასაკში გამოიმუშავა, როდესაც კვერცხის გაყიდვიდან უძრავი ქონების ინვესტირებით დაინტერესდა. შუალედში კი საწყისი თანხის მოგროვების საინტერესო ისტორიაა - როსსი გაზონების გაკრეჭვის სერვისს სთავაზობდა მოსახლეობას 20 დოლარად, საიდანაც მხოლოდ ხუთი დოლარი რჩებოდა, დანარჩენ თანხას კი უფროს ბიჭებს უხდიდა, რომლებსაც ამ გაზონების საკრეჭად ქირაობდა; მოგვიანებით, ყვავილებისა და მცენარეების მორწყვის „ბიზნესი“ წამოიწყო - უკვე 200 დოლარად. აქედან 100-ს თავად იტოვებდა, 100-ს კი დაქირავებულ მუშა-ხელს უხდიდა. საბოლოოდ, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაზე გადავიდა და ყიდულობდა ყველაფერს, დანგრეული შენობები დაწყებული ჰოკეის კორტითა და კალათბურთის მოედნით დასრულებული; ყველა მოლაპარაკებას კი როსსის სახელით, მისი მშობლები აწარმოებდნენ. თავად დღემდე ემორჩილება ოქროს წესს - 80-10-10, რომელსაც ასე განმარტავს - „80 პროცენტს ვაბანდებ ბიზნესის განვითარებაში, 10-ს მივმართავ ქველმოქმედებაზე, ხოლო დარჩენილ 10 პროცენტს თავად ვხარჯავ“.

კამერონ ჯონსონმა პირველი 50 000 დოლარი 12 წლის ასაკში გამოიმუშავა სათამაშოების გაყიდვით eBay-ზე. ჯონსონს 9 წლიდან აწუხებდა ბიზნესიდეები - იგი ფოტოშოპში ამუშავებდა მისალოც ბარათებს და შემდეგ რეალიზაციას უკეთებდა, 12 წლისამ გაყიდა საბითუმო ფასად შეძენილი სათამაშოები, 13 წლისამ აამოქმედა ელექტრონული წერილების გაგზავნის გვერდი, ხოლო 15 წლისამ შემქნა პროექტი - Surfingprizes.com.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ხვალიდან კვლავ წვიმაა მოსალოდენილი - გარემოს ეროვნული სააგენტო

5 ივნისი ბოლო დღეა - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით

საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

სკოლაში განსაკუთრებული სიყვარულითა და სიამაყით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

„თქვენი მომავალი იყოს ნათელი, წარმატებული და სავსე იმ ბედნიერი მოგონებებით“ - ჯვარის N4 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა

მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, ლექსები და საცეკვაო ნომრები

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება