| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ელექტრონული ჟურნალი მასწავლებლებისთვის დისტანციური სწავლებით განპირობებული კიდევ ერთი გამოწვევაა. მიუხედავად პედაგოგების მონდომებისა, სემესტრული ნიშნის გამოყვანა ერთი დიდი პრობლემა გახდა, რადგან ელექტრონულ ჟურნალში შეტანილი ქულები ბევრს წაეშალა, ზოგთან ცხრილია შეუსაბამო, ნაწილთან კი შემაჯამებლები აღარ ჩანს. მასწავლებლებმა ესგ-ში ცვლილებების შესახებ მინისტრის ხელმოწერილი და 29 დეკემბრით დათარიღებული ბრძანება 6 იანვარს მიიღეს, ნიშნების შესატანად კი მათ დრო 12 იანვრამდე აქვთ.
პედაგოგები „ჩაშხამებულ არდადეგებს“ აპროტესტებენ და ელექტრონულ ჟურნალში ხარვეზების გამოსწორებას ითხოვენ.
„საკმაოდ შრომატევადი, მეტად საპასუხისმგებლო და რთული საქმე გვაქვს პედაგოგებს და დირექციას, განსაკუთრებით დიდ სკოლებს, სადაც ბავშვთა რაოდენობის გამო ჟურნალებს თავი და ბოლო არ უჩანს, ამ უქმეებისა და გაგანია პანდემიის დროს მარტო პედაგოგები ვმუშაობთ, სხვა ყველა ისვენებს და უსაფრთხოდ არის სახლში, რა იქნება ელ. ჟურნალის შევსების დრომაც თვის ბოლომდე რომ გადაიწიოს? იქნებ ჩვენც ამოვისუნთქოთ და შევირგოთ ეს უქმეები“.
„დისტანციურში საბოლოო ნიშნები არასწორად არის მოცემული, შესასწორებელია, მშობლები უკმაყოფილოები არიან, არადა მე სწორად მაქვს ჩაწერილი ანუ კომპიუტერმა ვერ დააჯამა. დამეხმარეთ“.
„ჟურნალში საშუალო ქულები არასწორად არის დათვლილი, ჯერ არ გასწორებულა, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, გვეტყვის ვინმე? ოთხი დღეა ველოდები გასწორებული ქულების ასახვას“.
„კლასში 27 მოსწავლეა და ნიშნები სწორად არის 25 მოსწავლესთან ორთან - არა. ყველაფერი შევამოწმე და ვფიქრობ, ეს ჩემი მიზეზით არ არის. ამბობთ, რომ არც ერთი ბავშვი არ დაზარალდება, მაგრამ ეს ნიშნები არ სწორდება. ასევე მაინტერესებს ნიშნების დამრგვალება როდის მოხდება?“
„ელექტრონულ ჟურნალში 20 ნოემბრის შემდეგ მიჩვენებს 11 დეკემბერს. რამდენიმე გაკვეთილს მიტოვებს ამ რიცხვებს შუალედში რაც მქონდა. ვერ შემყავს ნიშნები და არები, რატომ?“
„ერთი კლასი არ მიჩანს კალენდარში რომ შემაჯამებელი ჩავნიშნოთ და იქნებ დამეხმაროთ“.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) - პედაგოგებს პასუხობს და განმარტავს, რომ ელექტრონული ჟურნალი უკვე სწორად ითვლის საშუალო ქულას.
„გადაამოწმეთ გულდასმით, დასწრებული და დისტანციური, ორივე მხარე. არ გქონდეთ ზედმეტად შემაჯამებელი ჩანიშნული, სადაც არ გიწერიათ შეფასება.
რომელ მოსწავლესთანაც არაა სწორად დაჯამებული, მათთან გადაამოწმეთ კიდევ ერთხელ თითოეული შეფასება.
ელექტრონულ ჟურნალში ცხრილსა და კლასების გამოჩენა დამოკიდებულია სკოლის მიერ ატვირთულ მონაცემებზე ისქულში“,-ამბობენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლები.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ