სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

კომენდანტის საათი, აკრძალული თავყრილობა და სტუმრების შეზღუდული რაოდენობა - როგორ ხვდება ევროპა 2021 წელს
31-12-2020
-
+


2020 წელს კორონავირუსმა მილიონობით ადამიანის გეგმები შეცვალა და თითოეულის ცხოვრებაზე გავლენა მოახდინა. შეცვლილ რეალობაში უწევს მსოფლიოს ახალი წლის აღნიშვნაც. 

იმისთვის, რომ ადამიანების ჯანმრთელობა დაიცვან, რიგ ქვეყნებში საახალწლოდ დამატებით შეზღუდვებს აწესებენ. გერმანიაში ახალ წელს შეკრება აკრძალულია, საფრანგეთში კი კომენდანტის საათი მოქმედებს - იხილეთ რა პირობებში მოუწევთ ევროპელებს ახალი წლის აღნიშვნა:

გერმანია 

16 დეკემბრიდან გერმანიაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მკაცრი კარანტინი მოქმედებს. ის სულ მინიმუმ 10 იანვრამდე გაგრძელდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით დახურულია მაღაზიები გარდა სასურსათოსი. საკარანტინო მოთხოვნების დაცვით მუშაობენ აფთიაქები, ბანკები, საფოსტო განყოფილებები. ქვეყანაში 16 დეკემბრიდან საკლასო ოთახებში სწავლა შეწყვეტილია, ასევე დახურულია ბაღები. 

აღსანიშნავია, რომ გამკაცრებული ზომები შობის დღესასწაულზე მცირედით შემსუბუქდა და თითოეულ ოჯახს ოთხი ახლობლის მასპინძლობის შესაძლებლობა მიეცა. სამაგიეროდ, ახალ წელს შეკრება აკრძალულია. მოსახლეობას ასევე ურჩიეს უარი თქვან ფეიერვერკების გაშვებაზე. 

ნებადართულია ტაძრებში სიარული, მაგრამ სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით. 

გერმანელებს ასევე ურჩიეს თავი შეიკავონ რეგიონებს შორის ან საზღვარგარეთ მოგზაურობისგან. გამონაკლისი შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც ეს აუცილებლობას წარმოადგენს. 



საფრანგეთი 

პანდემიის გამო ფრანგები ქუჩაში საახალწლო გასეირნებას ვერ მოაწყობენ. ახალ წელს რეგიონებს შორის მოგზაურობა არ შეიზღუდება, მაგრამ კომენდანტის საათი იმოქმედებს. 

ამავე დროს საფრანგეთმა გადაწყვიტა ზამთრის არდადეგებზე სამთო-სათხილამურო კურორტები არ დახუროს, მაგრამ იქ რესტორნების და ბარების გახსნა აკრძალა. ფრანგები, რომლებიც, მაგალითად, თხილამურებზე სასრიალოდ სხვა ქვეყანაში წავლენ 7-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

პოლონეთი 

28 დეკემბრიდან 17 იანვრამდე პოლონეთში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, რომლის დაცვითაც ქვეყანა ახალ წელს შეხვდება. 31 დეკემბრის 19:00 საათიდან 1-ელი იანვრის 6 საათამდე პოლონეთში კომენდანტის საათი იმოქმედებს. ჯერჯერობით, გაურკვეველია გაუქმდება თუ არა კარანტინი 17 იანვრის შემდეგ. 

ახალი წლის დღეებში პოლონელებს ურჩევენ შეიზღუდონ ურთიერთობა და გადაადგილება. სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, სათხილამურო ტრასები არ იმუშავებს. ასევე აკრძალულია რესტორნების და კაფეების მუშაობა. 

საახალწლო დღეებში იმუშავებს მხოლოდ აფთიაქები და სურსათის მაღაზიები. სახლიდან გასვლა დასაშვები იქნება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მაგალითად, აფთიაქში ან სამსახურში. 



პორტუგალია 

პორტუგალიაში საგანგებო მდგომარეობა 7 იანვრამდე გაახანგრძლივეს. ამრიგად, ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოქმედებს კომენდანტის საათი სამუშაო დღეებში - 23.00-დან 05.00 საათამდე და შაბათ-კვირას 13.00-დან 05.00 საათამდე.

შესაბამისად 31 დეკემბერს კომენდანტის საათი იმოქმედებს სამუშაო დღის რეჟიმით, შაბათ-კვირას კი 13.00-დან 05.00 საათამდე.

ნიდერლანდები 

ნიდერლანდებში ლოკდაუნი 19 იანვრამდე გაგრძელდება. ის ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ადგილებს მოიცავს. არ იმუშავებს ყველა საზოგადოებრივი დაწესებულება, რესტორნები და კაფეები, მუზეუმები და სილამაზის სალონები. 

ნებადართულია ქუჩაში სეირნობა და ვარჯიში არაუმეტეს 2-კაციან ჯგუფებად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, მაგრამ მხოლოდ მნიშვნელოვან საქმეებზე. 

ასევე დაწესებულია შეზღუდვა სტუმრებზე 15 დეკემბრიდან ქვეყნის მცხოვრებლებს სახლში 2 კაცზე მეტის მიღება არ შეუძლიათ. 




იტალია 

2 იანვრამდე, იტალიაში ღამე კომენდანტის საათი იმოქმედებს, შეიზღუდება რეგიონებს შორის გადაადგილება. მაღაზიები, ბარები და რესტორნები დასვენების დღეებში დახურული იქნება. 

ახალ წელს იტალიელებს აეკრძალებათ დატოვონ ქალაქი, რომელშიც ცხოვრობენ. 

იხილეთ ასევე: სანტა დისტანციურად: როგორ ემზადება მსოფლიო ახალი წლისთვის 

თოვლის ბაბუა მინის ბურთში და ვიდეო-მესენჯერში: როგორ მიულოცავს სანტა-კლაუსი ბავშვებს შობა-ახალ წელს პანდემიის პირობებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება