სიახლეები
საინტერესო

ჯადოქრების ინსტიტუტი, ჰამბურგერის უნივერსიტეტი - მსოფლიოს ყველაზე უცნაური სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც რეალურად არსებობს
01-11-2017
-
+


მსოფლიოს სკოლების უმრავლესობაში, ერთი და იგივე საგნებს ასწავლიან. სტანდარტულ სახელმწიფო თუ კერძო სკოლებში, სწავლების მეთოდოლოგიაც მსგავსია. მასებისთვის არ არის ცნობილი, თუმცა არსებობს ისეთი სკოლები, რომლებშიც სტანდარტულისგან რადიკალურად განსხვავებულ საგნებს ასწავლიან და სწავლის მეთოდიც განსხვავებულია.

Microsoft-ის მომავლის სკოლა, ფილადელფია, აშშ.

დასავლეთ ფილადელფიაში 2006 წელს გაიხსნა მომავლის სკოლა, რომელშიც მოსწავლეებს სახელმძღვანელოები არ სჭირდებათ. მათ ნაცვლად ისინი კომპიუტერს იყენებენ. საკლასო ოთახებში არც დაფა არის. მასწავლებლები ტრადიციული დაფის ნაცვლად, კომპიუტერის ინტერაქტიურ დაფას იყენებენ.

მოსწავლეებს სკოლაში პერსონალური ციფრული კარადები აქვთ, რომლებიც პირადობის მოწმობით იღება.

თავიდან მასწავლებლებს ძალიან გაუჭირდათ ციფრულ ტექნიკაზე ადაპტირება, მაგრამ დღეს სკოლა დიდი პოპულარობით სარგებლობს და სულ უფრო მეტ მშობელს უნდა, რომ მისმა შვილმა იქ ისწავლოს.



დიპ სპრინგსის ალტერნატიული კოლეჯი, კალიფორნია.

კალიფორნიის უდაბნოში მდებარე ეს კოლეჯი, ისეთივე გამორჩეული და განსაკუთრებულია, როგორც ჰარვარდი და ისეთივე შორეულია, როგორც ჩრდ. პოლუსი. კოლეჯი 1917 წელს დააარსდა. მასში ჩაბარება რთულია და წესებიც ძალიან მკაცრია. 2012 წლამდე კოლეჯში მხოლოდ კაცები სწავლობდნენ. წელიწადში მხოლოდ 12 სტუდენტს იღებენ, ჩაბარების მსურველთა რიცხვი კი ბევრად უფრო მეტია - ერთ ადგილზე 18-20 კაცი მოდის. თეორიის გარდა, სტუდენტები კვირაში 20 საათს ფერმაში და რანჩოზე ატარებენ. მათ სემესტრის დასრულებამდე ეკრძალებათ კოლეჯის ტერიტორიის დატოვება, ალკოჰოლის მიღება და ნარკოტიკების მოხმარება.



ვალდორფის სკოლა (სხვადასხვა ქვეყნებში)

რუდოლფ შტაინერი პედაგოგიკას სწავლობდა და თვლიდა, რომ ბავშვი განვითარების 3 ეტაპს გადის და ყოველი ეტაპისთვის საჭიროა, სწავლების განსაკუთრებული, ასაკზე მორგებული მეთოდიკა. ამ იდეებზე დაყრდნობით, 1919 წელს, გერმანიაში, "ვალდორფ ასტორიას" თუთუნის ქარხნის მუშების შვილებისთვის სკოლა გაიხსნა, რომლის ხარჯებსაც მთლიანად კომპანია ფარავდა. მოგვიანებით, ამ სკოლაში სხვა ბავშვებმაც დაიწყეს სიარული და სკოლა თანდათანობით პოპულარული გახდა. 2013 წლის მონაცემებით, 60 ქვეყანაში, 1025 ვალდორფი სკოლა არის. განსხვავებული სწავლების მეთოდიკის გარდა, ეს სკოლა იმითაც გამოირჩევა, რომ იქ არ არის თანამედროვე ტექნიკა და არ არის ისეთი ნივთი, რაც ელემენტებზე იმუშავებდა. ბავშვები ასეთ სკოლებში, უბრალო სათამაშოებით თამაშობენ (სკოლაში მცირე წლოვანებსაც ღებულობენ - ბაღის განყოფილებაში) და მათ კითხვას არ ასწავლიან, ვიდრე სარძევე კბილებს არ მოიცვლიან.



სალემის ჯადოქრების ინსტიტუტი, მასაჩუსეტსი, აშშ.

მაგიას მოსწავლეების უმრავლესობა, ინტერნეტის მეშვეობით ეუფლება. მაგრამ სასწავლებელს აქვს შენობა, რომელშიც შეიძლება რეალურ გაკვეთილებზე დასწრება. სტუდენტებს ასწავლიან ასტროლოგიას, ჯადოქრობის ისტორიას, «წამლის» მოხარშვას, თილისმების დამზადებას. თავდაპირველად სასწავლებელი ქ. როუზვილში (ჩიკაგოს შტატი) გაიხსნა, ხოლო შემდეგ ქ. სალემში გადავიდა, რადგან ქრისტიანული თემი დევნიდა. აღნიშნული კურსი უკვე 240 ათასმა ადამიანმა გაიარა.



მაგიის სკოლა „გრეი“, კალიფორნია, აშშ.

ამ სკოლაში 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები 4 სხვადასხვა სახლში ნაწილდებიან. ეს სახლებია: „ჯუჯები“, „ქარები“, „სირინოზები“ და „სალამანდრები“. ხოლო მოსწავლეები 18 წელს ზევით, სახლებში: „ოთხი ქარის საზოგადოება“, „მოცეკვავე ცეცხლის ორდენი“, „დინების შეკრული წრე“ და „ფეხზე მდგომი ქვების წრე“. სკოლაში 14 ფაკულტეტია, ხოლო სასკოლო პროგრამში ისეთი საგნებია, როგორებიც არის მაგ., ალქიმია, ცხენების შელოცვა, ჯადოსნური ჯოხის დამზადება და ა. შ.



ჰამბურგერის უნივერსიტეტი

რეი კროკმა დააარსა ჰამბურგერის უნივერსიტეტი 1961 წელს. მას უნდოდა ყველა მსურველისთვის ესწავლებინა McDonald’s-ის საიდუმლოებები. სანამ სიცილს დაიწყებდეთ გაითვალისწინეთ, რომ ჰარვარდში მოხვედრა უფრო ადვილია, ვიდრე ამ უნივერსიტეტში, ჩინეთში (ხვდება მსურველთა მხოლოდ 1 პროცენტი).



„მახარიშის“ განათლების ეპოქის სკოლა

ეს არის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ფეირფილდში, შტატ აიოვაში. ამ სკოლაში მოქმედებს თავისუფალი ჩარიცხვის პოლიტიკა. სასწავლო პროცესში შედის ტრანსცენდენტური მედიტაცია, კლასიკური აკადემიური საგნები და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. მისი სტუდენტები საკმაო წარმატებით სარგებლობენ სხვადასხვა კონკურსებში.



ბრუკლინის უფასო სკოლა

ეს დაწესებულება განკუთვნილია „სოციალური თანასწორობის მიღწევისთვის“. აქ არ არსებობს ნიშნები და გამოცდები. არ არის სავალდებულო მეცადინეობებზე დასწრება, აგრეთვე საშინაო დავალების გაკეთება.



მომავლის სკოლა

ფილადელფიის მომავლის სკოლაში წიგნების მაგივრად მოსწავლეები იყენებენ კომპიუტერებს, ხოლო რვეულების მაგივრად პლანშეტებს. პერსონალური უჯრებიც კი იკეტება ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით.



კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
 ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა
5-6 მაისს ტრანსპორტის სამუშაო განრიგი იცვლება, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს - დეტალები
აღდგომის დღესასწაულზე გურიაში ტრადიციული ლელო იმართებოდა. 16 კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და ასხამდნენ აგუნას წვენს
ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა? - გურამ დოჩანაშვილის არგუმენტირებული პასუხი კითხვაზე
დიდი მარხვის ბოლო დღე - რა უნდა ვიცოდეთ „დიდი შაბათის“ შესახებ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება