სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„მოჩვენება ქალაქები“, რომლებიც ადამიანებმა მიატოვეს
31-10-2017
-
+


მსოფლიოში არის არაერთი ქალაქი და სოფელი, სადაც ადამიანები აღარ ცხოვრობენ. ადგილების მიტოვება სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირობებმა განაპირობა. ერთ დროს ხალხმრავალი დასახლებები დღეს მოჩვენებების ადგილებად იქცა.

კრაკო, იტალია
ეს ქალაქი სასოფლო-სამეურნეო პირობების გაუარესების, 1963 წელს მეწყერის ჩამოწოლის, 1972 წელს წყალდიდობის, 1980 წელს კი მიწისძვრის შედეგად დაიცალა. დღეს სამხრეთ იტალიაში შემაღლებულ ადგილას მდებარე ეს პატარა ქალაქი დაუსახლებელია. აქ ხშირად იღებენ ფილმებს.




პრიპიატი, უკრაინა

პრიპიატი 1970 წელს ააგეს, იგი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მდებარობს და მისი მოსახლეობა ერთ დროს 50 000-ს შეადგენდა. თუმცა, იგი 1986 წელს ბირთვული კატასტროფის შედეგად დაიცალა. სკოლის, საავადმყოფოს, საცურაო აუზის და სხვა დაწესებულებების შენობები კი თავისი ინვენტარით კვლავ ხელუხლებელია.




ჰოლსენდსი, დიდი ბრიტანეთი
ეს სოფელი დიდ ბრიტანეთში, დევონის საგრაფოში მდებარეობს. იგი კლდეებსა და ზღვის ნაპირს შორის არის მოქცეული. 1900 წელს ამ სოფლის ერთი ნაწილი ზღვამ წაიღო, 1917 წელს კი ძლიერმა ქარმა და ზღვის მოქცევამ ეს სოფელი დაუსახლებელი გახადა.




ჩინეთი- სოფელი „ჰოტუაი“

ამ სოფელში სტუმრობა ტურისტებს ძალიან მოსწონთ. პატარა, ხის სახლები დროთა განმავლობაში მწვანე საფარმა სრულიად გადაფარა, თუმცა ჩინეთის მთავრობა ტურისტებისთვის დასახლებას ასუფთავებს და უვლის.
სოფელი 1990-იანი წლებში დაიცალა ადგილობრივი მოსახლეობისგან. პრობლემა კი იმაში მდგომარეობდა, რომ კუნძულზე გაშენებული დასახლება მთელი ქვეყნისგან ძალიან იზოლირებულია.




ჰამბერსტოუნი, ჩილე
კალიუმის ნიტრატით მდიდარი ეს ქალაქი მე-19 საუკუნეში ყვაოდა. მე-20 საუკუნეში კი მისი დიდება თანდათან შემცირდა. ხოლო 1960 წელს, იგი მოსახლეობამ სრულიად მიატოვა. იგი მოგვიანებით იუნესკო-ს მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლია.




ათენის ოლიმპიური სოფელი

ათენმა ოლიმპიურ თამაშებს 2004 წელს დიდი ზარზეიმით უმასპინძლა. სპეციალურად ამ ღირსშესანიშნავი მოვლენისთვის საბერძნეთის დედაქალაქში „ოლიმპიური სოფელი“ აშენდა. მაგრამ სპორტული თამაშების დასრულების შემდეგ თანამედროვე დასახლება დაიცალა და დღეს ასე გამოიყურება.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა“

 

 

„როდესაც სიკეთისთვის ვერთიანდებით, თითოეულ პატარა ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს!“
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება