სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლემ თუ გაჯობა მასწავლებელს, ასე წინ ვერ წახვალ“ - რომან მუშკუდიანი, ოყურეშის საჯარო სკოლის პედაგოგი
21-12-2020
-
+


ამჯერად Etaloni.ge- სტუმარი ცაგერის მუნიციპალიტეტის, ოყურეშის საჯარო სკოლის პედაგოგი, რომან მუშკუდიანი გახლავთ, რომელიც რამდენიმე ათეული წელია მათემატიკას ასწავლის და დღემდე საკუთარი პროფესიის ერთგულად რჩება. მასწავლებლობა იმ პერიოდში გადაწყვიტაროდესაც მოსწავლეებსა და ზოგადად, სასწავლო პროცესთან აბსოლუტურად განსხვავებული - ბევრად მკაცრი მიდგომები იყო, ახლა კი ყველაფერი რადიკალურადაა შეცვლილი და ბატონი რომანიც, როგორც თავად გვიმხელს, მოსწავლეების მიმართ ნაკლებად მკაცრია. თუმცა ზომიერად ყველაფერი საჭიროაო, - აღნიშნავს და არაერთ საინტერესო საკითხზეც გვესაუბრება.

- ბატონო რომან, როგორც ვიცით, თქვენს სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.

- დიახ, ეს ბედნიერება ნამდვილად გვაქვს.

- და როგორია, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება?

- მართალია, დიდი დრო არ გაგვიცდენია და დისტანციურ სწავლებაზეც მცირე პერიოდი ვიყავით, მაგრამ შეუძლებელია, არ აღვნიშნო - სკოლაში დაბრუნება უდიდესი ბედნიერებაა, მით უმეტეს, მაღალმთიან რეგიონში, რადგან ჩვენთან ინტერნეტის პრობლემა უდავოდ არის.

- რისი მომცემი იყო დისტანციური სწავლება თქვენი მოსწავლეებისთვის?

- სიმართლე გითხრათ, ონლაინ-გაკვეთილებმა ბევრი არაფერი მოგვცა... უკვე აღვნიშნე - მაღალმთიანი რეგიონია და ნაკლებად გვაქვს ინტერნეტთან წვდომა. მხოლოდ ტელეფონის საშუალებით შეიძლება არსებობდეს ინტერნეტკავშირი და ეს დიდ დისკომფორტს ქმნის. რა გითხრათ - დისტანციურ სწავლებაზე მე, პირადად, უარყოფითი წარმოდგენა მაქვს - კლასი კლასია, ბავშვები ბევრ რამეს სწავლობენ, ყალიბდება ჯანსაღი ურთიერთობები... აქედან გამომდინარე, საკლასო ოთახში სწავლა ვერაფრით შეედრება დისტანციურს.

- ამ ფონზე, როგორ შეძლებთ გაცდენილი დროის ანაზღაურებას, ბატონო რომან?

- იოლი არაა, თუმცა უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად შევავსოთ დანაკლისი და ძირითადი საკითხები წამოვწიოთ წინა პლანზე. ვმუშაობთ, ბავშვებიც ცდილობენ, არ ჩამორჩნენ და ჯამში, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ.

- დიდი ხანია სკოლაში ასწავლით?

- 50 წელზე მეტია ვმუშაობ და ამ პერიოდში, წარმატებაც მქონია, მარცხიც, თუმცა ერთი ფაქტია -  ვცდილობ, არ ჩამოვრჩე არსებულ მოთხოვნებს და მაქსიმალურად ავუწყო ფეხი თანამედროვე გამოწვევებს.

- ისე, კაცი მასწავლებელი იშვიათია...

- კურსზე მხოლოდ ექვსი ბიჭი ვიყავით. თავიდანვე მქონდა მათემატიკის სიყვარული, ბავშვებიც მიყვარდა და პროფესიაც ასე ავირჩიე.

- და ასეთ მასწავლებლად წარმოგედგინათ თავი, როგორიც ხართ?

- რასაც ვფიქრობდი, მივაღწიე, ცუდი მასწავლებელი არ ვარ, თუმცა ტრაბახსაც არ დავიწყებ.

- მკაცრი ბრძანდებით?

- უკვე აღარ... ახლა, ასეთი მიდგომები საჭირო არ არის.

- რას გულისხმობთ?

- ცხოვრება შეიცვალა, მათ შორის, ძველი კანონები, მიდგომები აღარ არსებობს; ბევრი რამ გადავაფასეთ  და მეც, რა თქმა უნდა, შევცვალე მიდგომები.

- ისე, რომელი უფრო შედეგიანია - სიმკაცრე თუ მეგობრობა მოსწავლეებთან?

- ზომიერების ფარგლებში ყველაფერი საჭიროა, სიმკაცრეც და ლმობიერებაც. იცით, დღევანდელი თაობა მეტად განათლებულია, ბევრი რამ იციან... სწავლის მხრივ, ადრე მეტი მოთხოვნილება იყო, მაგრამ დღეს  პროგრამაც შეცვლილია, სახელმძღვანელოებიც,  მოსწავლეებსაც მეტი წვდომა აქვს ინფორმაციაზე და კიდევაც ახერხებენ მის გამოყენებას.

- ალბათ, მასწავლებლისთვის იოლი არაა, ბავშვები მათემატიკით დააინტერესოს.

- რა თქმა უნდა! თუ თანამედროვე ტექნოლოგიებს არ იცნობს პედაგოგი, მისთვის მოსწავლეების დაინტერესება რთულია. მოსწავლემ თუ გაჯობა მასწავლებელს, ასე წინ ვერ წახვალ.

 - ყველას გვსმენია გამოთქმამათემატიკური ტვინი“ - მათემატიკის ცოდნა ნიჭია თუ მისი სწავლა შეიძლება?

- სწავლა, რა თქმა უნდა, შეიძლება, თუ მოსწავლეს სურს იცოდეს ეს საგანი, ამას აუცილებლად შეძლებს.

- ბატონო რომან, გვყავს ბრწყინვალე გონების ბავშვები?

- დიახ გვყავს, ჩემს მოსწავლეებს შორისაც არიან ასეთები და ყოველთვის ვამაყობ, მით უმეტეს, რომ ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია.

- დაბოლოს, რას უსურვებთ თქვენს მოსწვალეებს?

- ყველას ვულოცავ დამდეგ 2021 წელს და სკოლაშიც მოვემზადებით მის შესახვედრად. ვეცდებით, სკოლაც გავამხიარულოთ და მთელ საქართველოსაც მივულოცოთ ახალი წელი.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაშია აბიტურიენტი ვალდებული 1-ელ აგვისტომდე განაცხადი წარადგინოს NAEC-ში

თანხის გადახდის ბოლო ვადა აპლიკანტებს დღეს, 5 ივნისის 18:00 საათამდე აქვთ - დეტალური ინფორმაცია

სკოლეში გამოცდები 24 ივნისამდე ჩატარდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება