| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლიტერატურული კონკურსში ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ქეთევან ბედელაძემ ვერცხლის დიპლომი, მისმა თანაკლასელმა ნუკი მანაგაძემ კი საფინალო დიპლომი დაიმსახურეს. სკოლის დირექცია ულოცავს ნიჭიერ მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
„ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „ზღვაური-2020“-ზე ვერცხლის დიპლომი პროზაში დაიმსახურა ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ქეთევან ბედელაძემ ნაშრომისთვის: „მზის ჩასვლა“ და „კაჭკა“, ხოლო მისი თანაკლასელი ნუკი მანაგაძე საფინალო დიპლომით დაჯილდოვდა პროზაული ნაწარმოებისთვის: „მარტის პირველი იყო...“
კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ქალბატონი მაყვალა გონაშვილი. კონკურსის პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია პოეტი ბელა ქებურია.
ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ გოგონებს დიდ წარმატებას რესპუბლიკურ კონკურსზე და კვლავ ველოდებით მათგან საინტერესეო თხზულებებს... (უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ მათ ნაწარმოებებს)“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად