| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხვალიდან 14 დეკემბრამდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის. ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ავრცელებს.
„27 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაციით, დისტანციურ სწავლაზე გადადის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა.
სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს (სადაც სწავლა დღემდე მიმდინარეობს საკლასო ოთახებში) გთხოვთ, დღევანდელი დღე გამოიყენოთ მაქსიმალურად და მოემზადოთ დისტანციურ რეჟიმში მუშაობისთვის.
უმორჩილესად გთხოვთ, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არაა, დავრჩეთ სახლებში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს...
მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურს თანადგომისთვის და ყველა მიმართვაზე მყისიერი პასუხისთვის“, - ნათქვამია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სტუდენტის სტატუსის შეჩერების ახალი წესი
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება