სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

აი, რითი იკვებებიან თბილისის ზოოპარკში მაიმუნები
26-10-2017
-
+


თბილისის ზოოპარკი მათი ბინადრების, მაიმუნების სადილს აქვეყნებს. 

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაიმუნები საკმაოდ ნოყიერად იკვებებიან და არც მაწონზე ამბობენ უარს.

„ფოე-ფოე რესტორნებსა და კაფეებს რომ სჩვევიათ, მადისაღმძვრელი, ლამაზ-ლამაზი კერძების ფოტოებს რომ დებენ ფეისბუქის გვერდებზე, მობრძანდით, გეთაყვა, კაის გაჭმევთ, კაის გასმევთ, კმაყოფილებს გაგისტუმრებთო, იმგვარი პოსტი უნდა შემოგთავაზოთ დღეს.

ეს, მაგალითად, ჩვენი მაიმუნების სადილია.
ტკბილი და ნოყიერი ბანანები პატარძლის დაკრეფილი ბროწეულით.
წვნიანი, დაშაქრული ყურძენი ხაჭოთი და კნაწუნა მზესუმზირით.
აზიურ ფაროსანას გადარჩენილი თხილი და მაწონმოსხმული ქორფა ბოსტნეული.
ახალგამომცხვარი, ფუმფულა პური სალათის ფოთლებითა და ქორფა მწვანილით.
ჰა, რავარია?“- წერს თბილისის ზოოპარკი.

სოციალური ქსელის წევრების განსაკუთრებული ყურადღება კი ხილს შორის ჩაკარგულმა მწვანე წიწაკამ მიიქცია. ბევრი აღშფოთდა, რომ წიწაკა მაიმუნებს სადილს „ჩაამწარებს“, მაგრამ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია აქვე დასძენს, რომ წიწაკა მწარე სულაც არ არის და ეს ბოსტნეული „ქართველ“ მაიმუნებს განსაკუთრებით უყვართ.

მაიმუნების საკვები თბილისის ზოოპარკში.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება