სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , ინტერვიუ

''ვეკამათებით დღევანდელობას, მომავალს, არ ვაპირებთ დანებებას''
26-10-2017
-
+


გიგი სიჭინავა 12 წლის ხელოვანია, განსაკუთრებული ხედვის ადამიანი. 5 წლიდან ხატავს, ძერწავს, ქაღალდისგან საინტერესო ნაკეთობებს ქმნის - თავის შინაგან სამყაროს, გარემოსადმი დამოკიდებულებას სწორედ ასე გამოხატავს.

რამდენიმე პერსონალური გამოფენა უკვე ჰქონდა ზუგდიდსა (საკუთარ ქალაქსა) და თბილისში. რამდენიმე დღის წინ კი მშობლებმა ნიჭიერ შვილს საკუთარი სახლის ეზოში სახელოსნო გაუხსნეს. მყუდრო გარემოში გიგის ახალი ნამუშევრების შექმნასთან ერთად, გამოფენების მოწყობაც შეეძლება.

როგორია მეშვიდეკლასელი გიგის შინაგანი სამყარო და როგორი განცდაა, იზრუნო არა მარტო საკუთარ შვილზე, არამედ სხვებზეც? 

გიგის შემოქმედების შესახებ მისი დედა, ნათია სახოკია გვესაუბრება. 

- როგორია გიგის, განსაკუთრებული ხედვის ადამიანის, სამყარო? 

- მეტყველების დაგვიანების ფონზე, ეჭვი გაგვიჩნდა, რომ გარკვეულ პრობლემასთან გვქონდა საქმე. არაადეკვატურად იქცეოდა, სახელზე არ რეაგირებდა... წავიყვანეთ ნეიროფსიქოლოგთან, რომელმაც დაუსვა დიაგნოზი - აუტისტური სპექტრის აშლილობა. 4 წლის იყო მაშინ. 5 წლიდან ხატვა დაიწყო, 7 წლისამ პირველად დახატა ზეთის საღებავებით. შემდეგ ძერწვით დაინტერესდა და ქაღალდის აპლიკაციებით. ძირითადად, მანქანებს ძერწავს და ქმნის. იმდენად დეტალურია და ურთულესი შესასრულებელია, რომ ძალიან დიდი ნებისყოფა და შრომა სჭირდება. გიგი ამ ყველაფერს დიდი სიყვარულით აკეთებს. მეც ასე ვფიქრობ, რომ მას განსაკუთრებული ხედვა აქვს და შინაგან სამყაროს სწორედ ასე განსაკუთრებულად გამოხატავს.

 

- სახელოსნოს გახსნამდე გიგის პერსონალური გამოფენებიც ჰქონდა.

- გიგის არაერთხელ ჰქონდა პერსონალური გამოფენა. 3 წლის წინ ჩვენს ქალაქში, ზუგდიდში, ''ათინათის'' მხარდაჭერით, გიგის ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო. შემდეგი გამოფენა დედაქალაქში გაიმართა ფონდ ''ღია საზოგადოება საქართველოს'' მხარდაჭერით. მესამე გამოფენა კი 2 აპრილს, აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში პარლამენტის შენობაში, ხელისუფლების მხარდაჭერით მოეწყო.



- როგორია ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება, მხარდაჭერა?

- ადგილობრივ ხელისუფლებასთან გვაქვს კომუნიკაცია და გიგი დაგეგმილ ღონისძიებებში ხშირად მიუწვევიათ. ეს მასზე დადებითად მოქმედებს. მოსწონს, რომ ცნობენ და უფრო თავისუფალია ურთიერთობებში.

- ''მე ვეკამათები მომავალს'' - ეს სიტყვები ერთ-ერთ აუტისტ ბავშვს ეკუთვნის. თქვენც ეკამათებით მომავალს, გამოწვევას უგზავნით, არ ეგუებით...

- დიახ ვეკამათებით დღევანდელობას, მომავალს, არ ვაპირებთ დანებებას, მით უმეტეს, რომ ამ ბიჭში ამხელა რესურსია! მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს და მივცემთ შესაძლებლობას, რომ მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება საზოგადოებაში.

 

- როგორი განცდაა - იზრუნო არა მარტო საკუთარ შვილზე, არამედ სხვებზეც და ამით საკუთარსაც შეუქმნა განსაკუთრებული გარემო? 

- მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე დიდ შრომას და ენერგიას მოითხოვს, მაინც სასიამოვნოა მუშაობა. იმედი გაქვს, შედეგი აუცილებლად იქნება და მართლაც ასე ხდება, შედეგი ყოველთვის არის დადებითი. ვფიქრობ, სწორედ ეს მაძლევს ძალას, გავაგრძელო ბრძოლა, რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეს საკუთარ შვილს და სხვა ბავშვებსაც. ეს ნამდვილად სასიამოვნო განცდაა!

 

გაეცანით გიგის ნამუშევრებს:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება