სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მხოლოდ სკოლაში არა, ქუჩაშიც უნდა დანერგოს ცხოვრების ჯანსაღი წესი სპორტის მასწავლებელმა“ - ალუდა ხაბულიანი, ბარდნალის სკოლის პედაგოგი
16-11-2020
-
+


წლების წინ წარმატებული ფრენბურთელი იყო, თუმცა ამჟამად ალუდა ხაბულიანი ცაგერის მუნიციპალიტეტის, ბარდნალის ლადო ასათიანის სახელობის საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებელია. პროფესიული სპორტიც ენატრება და ძველი დიდებაც, თუმცა ამ ყველაფერს ბავშვებთან ურთიერთობით, მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციით ინაზღაურებს და Etaloni.ge-ს იმასაც უმხელს, სწორედ მასწავლებელი უნდა იყოს მოსწავლეებისთვის საუკეთესო მაგალითის მიმცემი.

- ბატონო ალუდა, როგორ უმკლავდებით არსებულ კოვიდვითარებას?

- პირბადით ვსარგებლობ,  ქუჩაშიც კი და სხვათა შორის, უკითხავთ - ასე რატომ გეშინიაო... ეს შიში კი არა, ელემენტარული შეგნების ამბავია - ხომ შეიძლება, ვინმეს გადავდო?!  ძალიან არ მინდა, ეს სპორტსმენი კაცი სხვების დაინფიცირების მიზეზი გავხდე. ერთი სიტყვით - არ ვშიშობ, მაგრამ ვფრთხილობ!

- სპორტული აქტივობები შეჩერებულია?

- ახლა ყველაფერი შეჩერებულია, ონლაინ-გაკვეთილები ტარდება, მაგრამ მოედანზე თუ არ გახვედი, ეს უკვე სპორტი აღარ არის.

- ისე, ცოტა კომიკურია სპორტის გაკვეთილები ონლაინ-რეჟიმში, არ მეთანხმებით?

- მოსწავლეები რომ მირეკავენ, გაკვეთილი გვეწყებაო, მეცინება...  ვცდილობთ, მსუბუქი ვარჯიშები ვაკეთოთ, ზედმეტად პასიურ რეჟიმში რომ არ გადავიდეთ, მაგრამ სპორტი ონლაინ, ჩემი აზრით, აბსურდია. სპორტსმენმა თუ დარბაზის სუნი არ იცი, დატვირთული არ ხარ, არაფერი გამოვა.

- მკაცრი ხართ?

- ბავშვები გაფრთხილებულები არიან, თუ რომელიმე მათგანს მოედანზე ტელეფონს შევნიშნავ, ვართმევ და ამით ცოტა უკმაყოფილოები არიან

- მკაცრი ყოფილხართ...

- ბავშვი სკოლაში უნდა გააჩერო ან ხათრით, ან შიშით... სამწუხაროდ, ახლა, მოსწავლეებმა  ხათრი გვერდით გადადეს... ხათრიც აქვთ და შიშიც.

- ტელეფონის წართმევის შიში, ბატონო ალუდა. დღეს, სპორტული აქტივობები, ტელეფონმა ჩაანაცვლა.

- ბავშვებს თუ არ გაუძლიერე მოტივაცია, არაფერი გამოვა; პირველკლასელებთანაც ვთამაშობ და მეთორმეტეკლასლებთანაც. უფროსკლასელებს ფრენბურთს ვეთამაშები; ფრენბურთელი ვარ, რვა წელი ცეკვაზეც დავდიოდი... სპორტის მასწავლებელი თავად უნდა იყო ბავშვებისთვის მისაბაძი და „მოჩლაჩული“ არ უნდა დადიოდეს. და რაც მთავარია, დისტანცია უნდა არსებობდეს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის - ზღვარი არ უნდა გადაილახოს.

- ოქროს შუალედის პოვნა რთულია მასწავლებლებისთვისაც.

- იოლი არაა და სხვათა შორის, ბოლო დროს, მასწავლებლები ჩივიან, რომ მოსწავლეები პატივს არ სცემენ, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ყველა ბავშვს თავისებური მიდგომა სჭირდება - ზოგს დათმობა უნდა, ზოგს - მოფერება, ბავშვის აზრიც უნდა გაითვალისწინო და მათგან ბევრი რამ თავადაც ვისწავლე.

- ცხოვრების ჯანსაღ წესზეც გკითხავთ, როგორ უხსნით თქვენს მოსწავლეებს, რომ მაგალითად, თამბაქო არ უნდა მოიხმარონ?

- სკოლაში გაფთხილებულები ვართ, რომ თამბაქოს არ უნდა ეწეოდეს, განსაკუთრებით - სპორტის მასწავლებელი. შვილი არ მყავს, მაგრამ მოსწავლეებს, როგორც საკუთარ შვილებს, ისე ვზრდი და ვცდილობ, მათთვის მისაბაძი, სამაგალითო ვიყო. დიდი ყურადღებაა საჭირო მოზარდობის ასაკში, თორემ რომ წამოიზრდება, თავადაც გააცნობიერებს, თამბაქოს მოხმარება ცუდია. მხოლოდ სკოლაში არა, ქუჩაშიც უნდა დანერგოს ცხოვრების ჯანსაღი წესი სპორტის მასწავლებელმა და ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს, ჩემი მოსწავლეა თუ არა.

- ახლა ჩამოშორებული ხართ აქტიურ სპორტს?

- გინდა არ გინდა, ასეა - 29 წელია სკოლაში ვმუშაობ. მანამდე, რაიონის ნაკრების კაპიტანი ვიყავი, 6 წელი რაიონის საუკეთესო მასწავლებლის წოდება მომანიჭეს, ახლა საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ტიტული მომცეს... ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

- არ გენატრებათ დიდი სპორტი, ბატონო ალუდა?

- როგორ არ მენატრება... სიამოვნებით ვითამაშებდი ჩემს მეგობრებთან - ფრენბურთელებთან.

- ახლა ის გაგვიმხილეთ, ვეტერანები რომ იკრიბებით, თამაშობთ თუ ქეიფობთ?

- რომ შევიკრიბებით, ვიხსენებთ ძველ დროს, ცოტას ლეჩხუმურ ცოლიკაურსაც მივირთმევთ და ასე ვივსებთ მონატრებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება