TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„ბავშვებმა იციან, რომ ისინი ჩემი პატარა მეგობრები არიან, მე კი მათი დიდი მეგობარი ვარ“ - მაია ლაგაზაშვილი, სიმონიანთხევის საჯარო სკოლის პედაგოგი
09-11-2020
-
+


წლებია მაია ლაგაზაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმონიანთხევის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის და ამჯერად იგი ორი კლასის დამრიგებელია იქიდან გამომდინარე, რომ სკოლა მცირეკონტინგენტიანია. შესაბამისად, სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისგანაც ორმაგად ესმის - „შენმა გიგამ იცელქა“, „შენები ბურთის თამაშით გაერთნენ“, „შენებმა ოინები მოაწყვეს“... რთულია ორი კლასის დამრიგებლობა და საპასუხისმგებლოცო - გვიმხელს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი პატარები, მიუხედავად სიცელქისა, ცუდ საქციელს არ ჩაიდენენ, რადგან იციან, ამის გამო მაია მასწავლებელი ძალიან ინერვიულებს...

ბავშვებმა იციან, რომ ისინი ჩემი პატარა მეგობრები არიან, მე კი მათი დიდი მეგობარი ვარ, - ასე დაიწყო Etaloni.ge-სთან საუბარი მაია ლაგაზაშვილმა, რომელმაც გაგვიზიარა მოსწავლეებისა და მასწავლებლების საკლასო ოთახებში დაბრუნების ბედნიერებაც.

- 2020-2021 სასწავლო წელი ნამდვილად არაჩვეულებრივად დაიწყო, გვიწევს გარკვეული რეგულაციების დაცვა რათა უზრუნველვყოთ ჩვენი მოსწავლეების უსაფრთხოება... შრომატევადი იყო სკოლის მომზადება ახალი სასწავლო წლისთვის, თუმცა ამ საქმეში თითოეულმა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა, ვმორიგეობთ ყველა მასწავლებელი, კონტროლდება ყველაფერი, მშობლებს მუდმივად ვამყოფებთ სიახლეების საქმის კურსში, ვართ კონტაქტზე და ასე წარვმართავთ სასწავლო პროცესს.

- ქალბატონო მაია, ემოციურად როგორი იყო, ამდენთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, სასკოლო სივრცეში დაბრუნება?

- ამ ემოციის სიტყვებით გადმოცემა გამიჭირდება... ბავშვები ძალიან იყვნენ ერთმანეთს მონატრებულები, თუმცა კარგად აქვთ გააზრებული, რომ დისტანცია უნდა შეინარჩუნონ... ამიტომ თვალებით ეფერებოდნენ ერთმანეთს. ეს მართლაც საოცარი ემოცია იყო,

- თუმცა სკოლაში მისვლის პირველი ეიფორია უკვე გადავლილია და ახლა დისტანციური სწავლების შედეგების გაანალიზება გიწევთ.... როგორ ფიქრობთ, შედეგიანი იყო ონლაინ-გაკვეთილები?

- განათლების სამინისტრომ და სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვი სკოლას არ მოწყვეტილიყო და ეს მთავარია. გასული სასწავლო წელი აკადემიურ წლად რომ გამოეცხადებინათ, გარდა უამრავი თანმდევი უარყოფითი ფაქტორისა - პირველკლასელები სკოლაში ვერ წავიდოდნენ, არ გვეყოლებოდა აბიტურიენტები და ა.შ. ბავშვები წიგნს საბოლოოდ მოშორდებოდნენ და ეს იქნებოდა ნამდვილად კოლაფსი. დისტანციური სწავლება კონკრეტული პირის სურვილი კი არა, აუცილებლობა იყო, იმ პერიოდში სხვა გზა, უბრალოდ არ არსებობდა და დიახ, ონლაინ-გაკვეთილებმა გარკვეული შედეგი, ასე თუ ისე, დადო.

- ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლით... უყვართ ბავშვებს ეს რთული საგანი?

- რა თქმა უნდა... ეს ხომ მშობლიური ენაა. ახლა სახელმძღვანელოც შეგვეცვალა და რა გითხრათ, მოსწონთ, კმაყოფილები არიან და რაც მთავარია მოტივირებულები, რომ უკეთ ისწავლონ.

- ქართული ენის სწავლა უყვართ თუ მაია მასწავლებელი?

- ალბათ ორივე... გამოგიტყდებით, მხოლოდ საგნის სწავლა თავის საქმეს ვერ აკეთებს. ვცდილობ, ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობა მქონდეს და ასეცაა. ორი სადამრიგებლო კლასი მყავს და მათ იციან, მე მათი დიდი მეგობარი ვარ, ისინი კი ჩემი პატარა მეგობრები არიან.

- ორი კლასის დამრიგებლობა დიდი პასუხისმგებლობაა ხომ?

- ნამდვილად არაა სახუმარო საქმე, მე-5 და მე-7 კლასები მყავს.

- და ორმაგად გესმით სხვა საგნის მასწავლებლებისსაყვედურებიც“?

- ... სულ მესმის „შენი გიგა“, „შენი მარი“, „აი, შენებმა იცელქეს“... რას ვიზამთ ცელქები არიან და თამაშიც უყვართ, მაგრამ ისიც იციან, რომ კარგად უნდა ისწავლონ და რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. მთავარია, უზრდელები არ არიან. რა გითხრათ - სოფლის ბავშვები უფრო მოკრძალებულები არიან, ხშირად ვეუბნები, რომ ცუდი საქციელი არ უნდა ჩაიდინონ და რაც მთავარია, სკოლა მათი ოჯახია, სადაც შეუძლიათ ჩვენი იმედი ჰქონდეთ. ბავშვებიც, რა თქმა უნდა, გრძნობენ ასეთ დამოკიდებულებას და თვითონაც კეთილგანწყობილები არიან.

- ცოტა თქვენზეც გვიამებთ, ქალბატონო მაია, პროფესიის არჩევანი რამ განაპირობა?

- დედა იყო დაწყებითი კლასების პედაგოგი და როდესაც ვხედავდი მის ურთიერთობას მოსწავლეებთან, შემდეგ სახლში მოსული, როგორ ასწორებდა მათ ნამუშევრებს, ჩემთვის ეს პროფესია საინტერესო და ამოუცნობი გახდა. ძალიან მინდოდა მასწავლებლობა, თუმცა თავიდან იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში ჩავაბარე, ბაღშიც ვიმუშავე და მხოლოდ მოგვიანებით ავისრულე ოცნება - დავბრუნდი მშობლიურ სკოლაში პედაგოგად. ეს იყო საოცარი გრძნობა და წარმოიდგინეთ, ახლაც კი, ჩემს ყოფილ პედაგოგებს და ახლა უკვე კოლეგებს, „მასწავლებელო“-თი მივმართავ. მიყვარს ჩემი საქმე და ბედნიერი ვარ, რომ მაქვს საშუალება, სწორედ ამ საქმეს ვემსახურო.     


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

სტუდენტისთვის ბილეთის არჩევა მხოლოდ ფასის საკითხი არ არის — ეს არის გზა, რომელიც სწავლისა და ყოველდღიური ცხოვრების რიტმს უნდა მოერგოს

პედაგოგებმა საგაკვეთილო რესურსის ნიმუში უნდა წარადგინონ - ინფორმაცია მოქმედი სტატუსიანი მასწავლებლებისთვის

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა პასუხობს

სკოლები

მასწავლებლების მხარდაჭერით, მოსწავლეებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს თავიანთი ნიჭი და შრომა

პედაგოგმა მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყება მიულოცა და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა
 
 
 
საინტერესო

მაშ ასე, რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის მთავარი სიმბოლოს შესახებ?

პენსიონერ მასწავლებლებს სკოლებში აბრუნებენ - სამინისტრო ჩინეთში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიდგომას ცვლის

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

სიახლეები
საზოგადოება