| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ამერიკის კოსმოსური ადმინისტრაციის ცენტრი NASA საქართველოს იმის დამტკიცებაში დაეხმარება, რომ ის ღვინის სამშობლოა,“ - აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის დეპარტამენტის უფროსი, დავით მაღრაძე. მისი თქმით, საბოლოო პასუხი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. პროექტმა მეცნიერული გზით უნდა დაადგინოს, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც ღვინო გაჩნდა. ამის დადგენა ხანგრძლივი პროცესია.
„NASA -ს ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების შედეგებმა აჩვენა, რომ ღვინის მჟავა, რომელიც ამ ნიმუშში დაფიქსირდა, ევროპული ღვინის ნიშანს წარმოადგენს. ნიმუშების მეორე ნაწილი უკვე გაიგზავნა საკვლევად. საქართველოს ღვინის ჩასახვის ქვეყნად გამოცხადება ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი იქნება, რაც გაზრდის მსოფლიო ინტერესს ჩვენი ქვეყნისადმი“, - ამბობს მაღრაძე.
საქართველოს მთავრობამ პროექტზე მუშაობა 2014 წლის იანვარში დაიწყო. პროექტში NASA-ს გარდა, მონპელიესა და მილანის უნივერსიტეტები იყო ჩართული.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, მაგრამ ნიმუშები უნდა აღიარონ მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა", - ამბობს ლევან დავითაშვილი.
„ჩვენი ინტერესი იმის დამტკიცება არაა, რომ მეღვინეობა საქართველოში გაჩნდა. ამაზე უკეთესი კითხვები არსებობს. რატომ დაიწყო მეღვინეობა? როგორ გავრცელდა ის არქაულ სამყაროში? როგორ უკავშირდება დღევანდელი ყურძნის ჯიშები ველურ ყურძენს? ეს მნიშვნელოვანი კითხვებია," - ამბობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა