| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე 161-ე სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ფაქტის გამო სასწავლებელი დღეიდან მთლიანად ონლაინ რეჟიმზე გადადის.
სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პედაგოგი შეუძლოდ ხუთშაბათს გახდა, მოგვიანებით კი ვირუსი დაუდასტურდა. ყველა პირი, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა იზოლაციაშია გადასული. სკოლაში დილიდან სადეზინფექციო ღონისძიებები იგეგმება.
„მასწავლებელმა ხუთშაბათს საღამოს დამირეკა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და ვთხოვე, პარასკევს წასულიყო, ანალიზი გაეკეთებინა. გუშინ საღამოს დამირეკა, რომ დაუდასტურდა და გადაიყვანეს სასტუმროში შვილთან ერთად. ინფორმაცია ვაცნობე დირექტორს. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მთელი სკოლა გადავა დისტანციურ სწავლებაზე.
ვინაიდან ჩვენთან არის საარჩევნო ორი უბანი, ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები“, - განაცხადა 161-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ როზა კაკულიამ „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას