სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თვის ბოლოს დაგერიცხებათ დამატებითი ანაზღაურება მასწავლებლებს, რომლებმაც ონლაინ გაკვეთილები ჩაატარეთ
29-10-2020
-
+


მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 1-6 კლასელების მშობლებს, საკუთარი შვილებისთვის, სურვილისამებრ შეეძლოთ დისტანციური სწავლების არჩევა, უამრავი კითხვა გაჩნდა. ერთ-ერთი კი ის იყო, როგორ შეძლებდნენ პედაგოგები კლასების გაყოფას ისე, რომ ყველა ბავშვს თანაბრად მიეღო განათლება და სასწავლო პროგრამას კლასიდან არც ერთი მათგანი არ ჩამორჩენოდა. სხვა გზა არ იყო - პედაგოგებს ჯერ სასკოლო სივრცეში უნდა ჩაეტარებინათ გაკვეთილები და შემდეგ - ონლაინ-რეჟიმში, ეს კი ბუნებრივია, სამუშაო საათების ზრდასა და მათ დატვირთვას გამოიწვევდა.

აქედან გამომდინარე, განათლების მინისტრის მაოდგილემ, ეკატერინე დგებუაძემ მალევე განაცხადა, რომ იმ მასწავლებლებს, ვისაც დატვირთვა გაეზრდებოდა, დამატებითი სამუშაო საათები აუცილებლად აუნაზღაურდებოდა.

etaloni.ge-მ გადაწყვიტა გაერკვია, როგორ და როდის მიეცემოდათ მასწავლებლებს ანაზღაურება ონლაინ-გაკვეთილებისთვის და პასუხის მისაღებად განათლების სამინისტროს დავუკავშირდით.

ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ დამატებითი ონლაინ-გაკვეთლების ანაზღაურება პედაგოგებს თვის ბოლოს დაერიცხებთ, ისევე, როგორც დანამატი, შესაბამისად, ანაზღაურებაც ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ასე რომ, წესით, მალე მასწავლებლები საკუთარი შრომის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება