სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მიმდინარეობს ყოველდღიური მონიტორინგი თუ რამდენად იცავს მასწავლებელი, მოსწავლე და ადმინისტრაცია წესებს“ - ეკა დგებუაძე
22-10-2020
-
+


საჯარო სკოლებში ყოველდღიურ მონიტორინგი მიმდინარეობს, აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

„სასწავლო წლის დაწყებისთანავე არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ყველა სკოლა არის აღჭურვილი შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით. ის წესები, რომელიც ერთობლივად იყო დადგენილი ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს შორის, არის ძალაში. ამ წესებს მკაცრად იცავს სკოლის ადმინისტრაცია. მიმდინარეობს ყოველდღიური მონიტორინგი თუ რამდენად იცავს თითოეული მოსწავლე, მასწავლებელი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი თუ ტექნიკური პერსონალი ამ წესებს, იმისთვის რომ თავიდან იყოს აცილებული ის რისკი, რის წინაშეც შეიძლება სკოლა დადგეს“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ.

მისივე თქმით, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში სამინისტრო 2 ძირითადი მეთოდით ხელმძღვანელობს.

„მოგეხსენებათ, ფაქტები ხდება, ამას განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად მართავს. განათლების სამინისტრო ყოველ წუთს იღებს ინფორმაციას სკოლებისგან. დროულად ხდება რეაგირება და გადაწყვეტილებები მიიღება ორი მიმართულებით, ერთი როცა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე სრულად და მეორე, ეს არის როდესაც მხოლოდ საკლასო ოთახი გადადის დისტანციურ სწავლებაზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

იხილეთ ასევე: 

ვართ თუ არა იმ ზღვართან, როცა სკოლები მასშტაბურად იხურება? - ეკა დგებუაძე განმარტებას აკეთებს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
ეს გამარჯვება მოსწავლეთა ცოდნის, ფართო თვალსაწიერის, სწრაფი აზროვნების, მიზანდასახულობისა და გუნდური თანამშრომლობის ნათელი დასტურია
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

ფიროსმანის საჯარო სკოლაში ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ.
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება