სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ყველა უნივერსიტეტში სამედიცინო პროტოკოლი არის დაცული“ - მიხეილ ჩხენკელი
20-10-2020
-
+


უნივერსიტეტებში ისევე, როგორც სასკოლო სივრცეში, სამედიცინო პროტოკოლი დაცულია - აღნიშნული განცხადება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, უმაღლესებს უფლება აქვთ ლექციები ონლაინ რეჟიმში ჩაატარონ.

„გუშინ დაიწყო სტუდენტების საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნების პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობების სააუდიტორიო სივრცეში ჩატარება.

პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს მშვიდობიანად და რაც მთავარია, სამედიცინო პროტოკოლის სრული დაცვით. რაც შეეხება არალაბორატორიული და არაპრაქტიკული მეცადინეობების, ლექციების საკითხს, უნივერსიტეტები უფლებამოსილნი არიან ეს პროცესი დისტანციურად ონლაინ რეჟიმში აწარმოონ.

მთავარი გახლავთ ის, რომ ყველა უნივერსიტეტში სამედიცინო პროტოკოლი არის დაცული. რასაკვირველია იგივე ეხება სასკოლო სივრცეს. როგორც იცით, სრულად კონტროლდება სიტუაცია და იმ სკოლებში, სადაც ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევები, ცხადია, ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციებით სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ხდება ან ცალკეული კლასის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა ან სართულის ან მთლიანად სკოლის, იქიდან გამომდინარე, თუ  როგორი სიტუაცია გვაქვს. აქ მთავარია, რომ შენარჩუნებული გვაქვს ბალანსი, სასწავლო პროცესის და რაც მთავარია, ადამიანის ჯანმრთელობის საკითხი. შესაბამისად, დაცულია სამედიცინო პროტოკოლი, რომელიც სასწავლო სივრცეშია“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება