სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პარიზში, სკოლასთან ახლოს ისტორიის მასწავლებელი მოკლეს
17-10-2020
-
+


საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში, სკოლასთან ახლოს მასწავლებელი მოკლეს.

მამაკაცი, რომელიც პედაგოგს დანით დაესხა თავს პოლიციამ თავდასხმის ადგილიდან რამდენიმე ქუჩის მოშორებით დაცხრილა. ფრანგული ტელეარხის BFM-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი მოსკოვში დაბადებული 18 წლის ახალგაზრდა იყო.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, დაღუპული ისტორიას და გეოგრაფიას ასწავლიდა. თვის დასაწყისში პედაგოგმა გაკვეთილზე, რომელიც სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას ეძღვნებოდა, მოსწავლეებს წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მასწავლებლის მკვლელობას „ისლამისტური ტერაქტი“ უწოდა. 

„მომხდარი ისლამისტურ ტერორისტულ აქტის წარმოადგენს, ჩვენი თანამემამულე მოკლეს იმის გამო, რომ ბავშვებს სიტყვის თავისუფლებას ასწავლიდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მკვლელობის გამოძიებაში პროკურატურის ანტიტერორისტული განყოფილება არის ჩართული. საქმე აღძრულია მკვლელობისთვის, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმთან და ტერორისტულ ორგანიზაციებთან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება