სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

 სკოლის სამ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა - დისტანციურ სწავლებაზე თბილისის კიდევ ერთი  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გადავიდა
17-10-2020
-
+


ალექსანდრე ცინცაძის სახელობის თბილისის N150 საჯარო სკოლის სამ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. აღნიშნული ფაქტის გამო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. სკოლის ყველა თანამშრომელი  თვითიზოლაციაშია. ინფორმაციას ამის შესახებ სკოლის დირექცია ავრცელებს.

„პატივცემულო კოლეგებო, მშობლებო, მოსწავლეებო!

თქვენთვის კარგად არის ცნობილი ჩვენს ირგვლივ არსებული რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, რომელიც ყოველდღიურად გვეხება და თავს გვახსენებს.

ამ წუთის მონაცემებით, ცნობილია, რომ სკოლის სამ თანამშრომელს დაუდასტურდა COVID-19 . სამივე მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია.

აღნიშნული ფაქტის გამო, სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმშია გადასული, ჩვენი კოლეგების სრული შემადგენლობა კი თვთიზოლაციაშია და რჩება სახლში.

ძვირფასო მშობლებო, იმისთვის, რომ დისტანცირების პროცესი არ გახანგრძლივდეს და შევძლოთ სასწავლო პროცესის სკოლაში დროულად განახლება, მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ ბავშვების იზოლირება საზოგადოებისაგან, რათა ისინი არ გადაიქცნენ ინფექციის მიღებისა და გავრცელების წყაროდ.

ვიმედოვნებთ, რომ თითოეული კოლეგა, მოსწავლე და მშობელი, რომელიც დაკავშირებულია სკოლასთან , მაქსიმალური სიზუსტით დაიცავთ უსაფრთხოების წესებს და გამოიჩენთ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის.

დიდი მადლობა თანამშრომლობისა და ურთიერთგაგებისთვის.

გემშვიდობებით მალე შეხვედრის სურვილით!

გისურვებთ ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს!

პატივისცემით, სსიპ ალექსანდრე ცინცაძის სახელობის ქალაქ თბილისის № 150 საჯარო სკოლის დირექცია“,- ნათქვამია თბილისის N150 საჯარო სკოლის დირექციის განცხადებაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება