სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად ერთვებიან „ეტალონში“ და ყოველ წელს ელიან ჩემპიონატს“ - ჩოხატაურში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპის ტესტირება ჩაატარა
15-10-2020
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

როგორ ჩაიარა შესარჩევმა ეტაპმა, რამდენად აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში? ამის გასარკვევად etaloni.ge ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსს, მერიის წარმომადგენელს, სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს დაუკავშირდა:

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი შორენა სიხარულიძე:

ძალიან კარგად ჩაიარა ტესტირებამ, ყველა სკოლამ მიიღო „ეტალონში“ მონაწილეობა. როგორც მე მაქვს ინფორმაცია საკმაოდ ბევრი მოსწავლე გადავიდა მეორე ტურში. მეორე ტურისთვის ადგილიც უკვე შევარჩიეთ.

ზოგადად, როგორც წესი ჩოხატაურის სკოლები აქტივობით ყოველთვის გამოირჩევიან და მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით ვფიქრობ ლიდერებიც ვართ ხოლმე მუნიციპალიტეტის მიხედვით.

შარშან მეორე ადგილიც დაიკავა ჩვენმა მოსწავლემ „ეტალონის“ წლის დასკვნით ღონისძიებაზე, რამაც ძალიან გაგვახარა. ასე, რომ ჩვენთან ძალიან პოპულარულია ეს პროექტი.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი იამზე ვაჩეიშვილი:

ყველა სკოლის მოსწავლე აქტიურად იყო ტესტირებაში ჩართული. პროცესი მიმდინარეობდა რეკომენდაციების სრული დაცვით. მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად იღებენ „ეტალონში“ მონაწილეობას, მით უმეტეს ბოლო პერიოდში მოსწავლეებმა დაინახეს რამდენად პოპულარული გახდა ეს პროექტი, რაც მათთვის კიდევ უფრო მეტი მოტივაციის მიმცემი გახდა.

ბუკნარის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოგიშვილი:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. ყველა რეკომენდაციის დაცვით. მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ტესტირებაში და შედეგებიც საკმაოდ კარგი გვაქვს. ახალა მეორე ტურისთვის ვემზადებით.

ბუკნარის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაგული კრასოტკინი:

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ, ჯამში ტესტირებაში მონაწილეობა 20-მა მოსწავლემ მიიღო. როცა გავასწორეთ შედეგები კარგი გვქონდა - საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა.

წიფნარის საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი ბელა ცინცაძე :

პირველმა ტურმა  წარმატებით ჩაიარა. „ეტალონი“ ტურები საკმაოდ დიდი ხანია ჩვენთან ტარდება. წელსაც საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი. საერთო ჯამში, 5 მოსწავლე იყო ჩართული. ძალიან კმაყოფილები და აჟიტირებულები იყვნენ ტესტირების შემდგომ მოსწავლეები. წელსაც ისევე როგორც წინა წლებში ყოველი ტესტირების შემდგომ მასწავლებლებთან თავიდან გადიან ტესტირების საკითხებს და თითოეულ დავალებას გულდასმით ამოწმებენ და აკეთებენ.

კოხნარის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ახალაძე:

პირველმა ტურმა კარგად ჩაიარა. მოსწავლეთა უმეტესობამ დაწერა ტესტი. ზოგადად, ყოველთვის ხალისით არიან ჩართულები. სურათებიც გამოვაქვეყნეთ. ჩოხატაურელი მოსწავლეები ყოველთვის ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი „ეტალონში“ და ყოველ წელს ელიან ამ პროექტს.

კოხნარის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ბელა ქემოკლიძე:

ყველამ გამოთქვა ტესტირებაში მონაწილეობის სურვილი. მერვედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით სულ 25 მოსწავლე გვყავს და რამდენიმე მოსწავლე გამოაკლდა, ისინი ვინც იმ დღეს სკოლაში არ იყვნენ.

ზოგადად, ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი „ეტალონში“. პირველი ტური კი მონაწილეთა უმეტესობამ გადალახა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ შედეგით ახლა უფრო კმაყოფილები ვართ ვიდრე გასულ წელს.

იხილეთ ასევე: ჩოხატაურის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

ტესტირების ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

 შეფასების ახალი მექანიზმი შემუშავდება - მინისტრის ბრძანება სკოლებს ეხება

იცოდით რომ  ჯავშანჟილეტი ქალმა გამოიგონა? - ბევრი ნივთი, რომელსაც ყოველდღე იყენებ, სწორედ ქალების გამოგონილია

ორი სასწავლო გეგმა იმოქმედებს - რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხება ცვლილება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო 10 სკოლის შესახებ იმსჯელებს - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

ბავშვებმა, პედაგოგ ნარინე აროიანის ხელმძღვანელობით, ვიდეორგოლი ჩაწერეს და ყველაზე ძვირფას ქალბატონებს სიყვარული და პატივისცემა ორიგინალურად დაუდასტურეს

საღამოს დაწყებამდე სკოლის დირექტორმა, ბაქარ ერაგიამ, მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებული ოქროს მედალოსნები
საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება