სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის დირექტორების გამოცდაზე პედაგოგთა პროფკავშირები საუბრობს - „დამსაქმებლების უფლებების დაცვა ჩვენი კომპეტენცია არ არის, მაგრამ...“
13-10-2020
-
+


დიდი ხანი არაა, რაც სკოლის დირექტორთა უმრავლესობა მოვალეობის შემსრულებლად გადაიყვანეს - მიზეზი არჩატარებული არჩევნები გახლდათ, თუმცა ფაქტია, რომ ამ დრომდე, სკოლების ხელმძღვანელები დიდ გაუგებრობაში არიან, რადგან არ იციან, როდის ჩატარდება არჩევნები და მით უმეტეს, გაურკვეველია დირექტორობის მსურველთა გამოცდების ჩატარების თარიღიც.

ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელს მაია კობახიძეს რომელმაც განაცხადა, რომ ამ პროცედურებმა პანდემიის გამო გადაიწია, თუმცა დირექტორობის მსურველთა გამოცდები აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რადგან ეს რეგულაცია კანონშია გაწერილი:

„პანდემიამ ბუნებრივად დააყენა დღის წესრიგი სხვადასხვა შეფერხება; რაც შეეხება დირექტორებს -  ვისაც ამოეწურა ექვსწლიანი ხელშეკრულების ვადა, მათ შეუწყდათ უფლებამოსილება და ძირითადი ნაწილი გადაიყვანეს მოვალეობის შემსრულებლის სტატუსზე, თუმცა იმავდროულად, ხელთ მაქვს სია და აუცილებლად უნდა გავარკვიო - ამ დირექტორების გადანიშვნა მოხდება თუ არა, და თუ არ მოხდება, რატომ?!

პირდაპირ გეტყვით - დამსაქმებლების უფლებების დაცვა ჩვენი კომპეტენცია არ არის, მაგრამ ბევრი დირექტორი ჩვენი წევრია, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არიან პედაგოგები და პედაგოგიურ საქმიანობას წარმართავენ სკოლებში, ამიტომ მათ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ.

რაც შეეხება გამოცდის ჩატარება-არჩატარების საკითხს - გამოცდა უნდა ჩატარდეს, კანონით ვალდებულება აქვს სამინისტროს და ასევე უნდა ჩატარდეს დირექტორთა არჩევნები სამეურვეო საბჭოს მიერ; თუმცა კარგი გადაწყვეტილება იყო, რომ დირექტორების სერტიფიკატები გახდა უვადო და ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ გამოცდების ჩაბარება აღარ უწევთ... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დირექტორობის მსურველებისთვის გამოცდა არ ჩატარდეს, ვისაც დირექტორის სერტიფიკატი არ აქვს, მათთვის გამოცდა უნდა ჩატარდეს!“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება