სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ხელახალი რეგისტრაცია ვერ გამოცხადდება“ - ჩატარება თუ არა მასწავლებელთა გამოცდა შემოდგომით და რას გამოიწვევს ზაფხულამდე გადავადება?
08-10-2020
-
+


პრაქტიკოსი პედაგოგების გამოცდების საკითხი, ჯერჯერობით, კვლავ ღიად რჩება. მათ ნაწილთან, ვინც გამოცდაზე რეგისტრაცია ვერ გაიარა, შრომითი ხელშეკრულებები უკვე შეწყდა, თუმცა აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვისაც სავალდებულო აქტივობა გავლილი ჰქონდა, მათთვის ხელახალი რეგისტრაცია გამოცხადდებოდა.

სწორედ ეს გახდა პედაგოგთა პროფკავშირებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ერთგვარი უთანხმოების მიზეზი - აქამდე, არც არანაირი რეგისტრაცია არ გამოცხადებულა, არც გამოცდის ჩატარების თარიღია ცნობილი და ზოგადად, რა, როგორ იქნება, წინასწარ ვერავინ საუბრობს.

Etaloni.ge-მ კი გადაწყვიტა გაერკვია, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებლის გამოცდები კვლავ გადაიდება მაშინ, როდესაც მათთვის ესაა ბოლო შანსი და თუ 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე კომპეტენციას ვერ დაადასტურებენ, შრომითი ხელშეკრულებები მათაც შეუწყდებათ.

როგორც განათლების ექსპერტი, მანანა ნიკოლაიშვილი აღნიშნავს, - „2020 წლის, 26 ივნისის მთავრობის N390 დადგენილებით, მასწავლებლები დაყვეს რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ მასწავლებლად; არარეგისტრირებული მასწავლებლები უკვე გაუშვეს სახლში, ხოლო რეგისტრირებულებს შრომითი ხელშეკრულება აქვთ 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომე ანუ 15 ივნისამდე, შემდეგ კი, მათთან წყდება შრომითი ხელშეკრულება.

დათქმა იყო ასეთი - გამოცდები უნდა ჩატარებულიყო შემოდგომით, მაგრამ ირკვევა, რომ ოქტომბერში ეს არ მოხდება, საუბარია ნოემბერზე, თუმცა კულუარულად იმაზე საუბრობენ, რომ ნოემბერშიც არ ჩატარდება და მაშინ არცთუ სახარბიელო სურათს მივიღებთ“.

ნოემბრამდე დიდი დროა, არავინ იცის, როგორი ეპიდსიტუაცია გვექნება და ალბათობა - პრაქტიკოსი მასწავლებლების კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები კვლავ გადაიდოს, რა თქმა უნდა - არსებობს.

„საშიშროება, რომ გამოცდები ზაფხულისთვის გადაიდოს, ახლაც არის. ზაფხულში კი ყველამ ვიცით, როდის ტარდება ტესტირება - ივლისამდე ეს არ მოხდება, არადა, ამ პედაგოგებს, როგორც უკვე აღვნიშნე, შრომითი ხელშეკრულება 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე - 15 ივნისამდე აქვთ. ივლისში ჩატარებული გამოცდის შედეგები კი აგვისტომდე არ იქნება, ხოლო როგორ მოასწრებენ კონკურსის გამოცხადებას და შესაბამისი კადრების შერჩევას სკოლები, ეს კიდევ ცალკე საკითხია“, - აცხადებს მანანა ნიკოლაიშვილი და აქვე გამოთქვამს ვარაუდს, რომ იმ მასწავლებლისთვის, ვისაც სავალდებულო აქტივობა გავლილი აქვს, დამატებითი რეგისტრაცია ვერ გამოცხადდება:

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ხელახალ რეგისტრაციაზე, მაგრამ ეს ვერ მოხდება, რადგან მთავრობის დადგენილებაში, განსაზღვრულია არარეგისტრირებულ მასწავლებელთა კატეგორია და ისიც, როდის უნდა შეუწყდეთ მათ შრომითი ხელშეკრულება. დამატებითი რეგისტრაციის გამოცხადების გადაწყვეტილებას კი, მთავრობის გარეშე, განათლების მინისტრი ვერ მიიღებდა. ფაქტია - ეს მასწავლებლები დარჩნენ ულუკმაპუროდ და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება