სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„თავისუფლება შეგიძლია მოიპოვო მთაშიც, ოჯახშიც, ბარშიც... მე თუ მკითხავთ, მთაში ყველაზე მეტად ხარ შებოჭილი“
01-10-2020
-
+


მშობლიური სვანეთის მიწაზე ამაყად დააბიჯებს და ვიზიტორებსაც ეხმარება, მყარად დადგნენ იქ, სადაც ადამიანის ფეხი იშვიათად ხვდება. შაკო მარგიანი მესტიელი სამთო-გამყოლია და წლებია ამ საქმეს დიდი სიყვარულით ემსახურება. Etaloni.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მთავარია ადამიანმა საკუთარ თავში მოიპოვოს ის თავისუფლება, რასაც მთებში ეძებს; საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებულს, ასევე უზომოდ უყვარს ველური ბუნება. მთავარია, ყველგან სუფთა გულით იყო, - ასე დაიწყო საუბარი და ბავშვობაც გაიხსენა, როდესაც ხუთი წლისა პირველად დადგა თხილამურზე, შემდეგ მამამ საკუთარი ხელით გამოუთალა ხის თხილამური, იყო მესტიისა და საქართველოს ნაკრებების წევრიც, თუმცა მოგვიანებით, იქ, ზევით, როცა მთებს ახედა, მიხვდა, მისი პირადი თავისუფლება სწორედ იმ მწვერვალებიდან იწყებოდა და ასე დაეუფლა ურთულეს და ამავე დროს საპასუხისმგებლო პროფესიას. დღეს ამ ყველაფერზე Etaloni.ge- მკითხველს შაკო მარგიანი თავად უამბობს:

- სამთო გამყოლი ხართ. საკმაოდ რთული პროფესია გაქვთ და როგორ უმკლავდებით ამხელა პასუხისმგებლობას?

- მთაში სიარული რომ გიყვარს ადამიანს და მით უმეტეს, შენი საყვარელი საქმით შემოსავალიც გაქვს, ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა. ეს ბედნიერება მე ნამდვილად მაქვს, თუმცა გეთანხმებით - დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ზრუნავ იმ ადამიანებზე, რომლებიც შენზე არიან დამოკიდებულნი. გამოუცდელ ვიზიტორებთან ურთიერთობაც ერთგვარი სიამოვნებაა, რადგან მათ ახალს - მთასთან ურთიერთობას ასწავლი და შეიძლება, ამ ყველაფერთან ერთად, ახალი გზაც უჩვენო და რაც მთავარია, ის აუცილებლად მიხვდება, რომ ცხოვრება მხოლოდ ოფისში მუშაობა არაა.

- თუმცა, ამ დროს, თქვენ სხვის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი ხდებით, არც სვანეთის რელიეფია მარტივი...

- რთულია, რა თქმა უნდა და დეტალებს რომ ჩავუღრმავდეთ, ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, თუმცა როდესაც გათავისებული გაქვს, რომ საკუთარ თავს უნდა გაუფრთხილდე და რა თქმა უნდა იმ ადამიანსაც, რომელსაც მიჰყვები, ხვდები, ეს ყველაფერი ერთი მთლიანობაა. იცი, რომ თოკი, რომელიც გაქვს, შენი სხეულის ნაწილია, ბევრი რამაა დამოკიდებული შენივე უსაფრთხოებაზე და თუ ყველაფერი სისტემაში გაქვს მოყვანილი, თავსაც უსაფრთხოდ გრძნობ... მართალია, დაზღვეული არავინ არაფრისგანაა, მაგრამ ნებისმიერ ვიზიტორს ვაძლევ გარანტიას - პირველ რიგში ცოცხალი იქნები შენც და მეც!

- ბევრჯერ ჩაგიგდიათ საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში თქვენი ვიზიტორის გამო?

- შორიდან რომ შეხედოთ ამ ყველაფერს, სულ საფრთხეში ვართ, მაგრამ უსაფრთხოების ნორმებს ვითვალისწინებთ და პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს.

- თუმცა დამეთანხმეთ, სხვაა, როდესაც შორიდან უყურებ ამ ყველაფერს და რომანტიკულად გეჩვენება ასეთ რთულ რელიეფზე სიარული და სხვაა, რეალურად გაუძლო ამ გზის სირთულეს. ბევრი გამოქცეულა შუა გზიდან?

- სვანეთის რელიეფი ნამდვილად რთულია და იქ სამთო გამყოლი ნამდვილად საჭიროა. უცხოელებს რაც ყველაზე მეტად მოსწონთ, ესაა ველური ბუნება, განსხვავებული კულტურა, ადგილობრივების სტუმართმოყვარეობა - სახლში მიპატიჟების ადათი...

- ქართველები მეტად არიან აღფრთოვანებულები ამ ყველაფრით თუ უცხოელები?

- მე უფრო უცხოელებთან მიწევს ურთიერთობა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათგან საოცარი ემოცია მოდის. სიმართლე გითხრათ, იმ რელიეფზე, რომელზეც დავდივარ, ქართველი ნამდვილად არ დადის - ძირითადად მანქანით მოძრაობენ და სამანქანე გზა სადამდეც მიდის, მხოლოდ იქამდე მიდიან.

- პანდემიამ ტურისტული თვალსაზრისით სვანეთი ალბათ ძალიან დააზარალა…

- დღეს სრული კოლაფსია ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის და ეს პერიოდი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ კვალიფიკაცია აგვემაღლებინა; როცა იცი, როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა ქვეყანაში, ვერავის ვერაფერს მოსთხოვ, ჩვენთან კი სამწუხაროდ, მთას უყურებენ, როგორც მარტო ხეებს.

- თქვენი პროფესია ძალიან გიყვართ, რამ განაპირობა ეს არჩევანი?

- ბაბუა სპორტის ოსტატი იყო, ასე რომ, ჩვენი ოჯახისთვის სპორტული ტრადიცია უცხო ნამდვილად არ არის. 5 წლიდან ვსრიალებდი თხილამურებით და პირველი თხილამური მამამ გამომითალა ხისგან; 7 წლიდან მესტიის, შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი... მერე მეტი მთა დავინახე ზევით, მეტი თოვლი, ასე ავედი მწვერვალებზე...

- მხოლოდ მთებშია თავისუფლება?

- თავისუფლება შენ თავშია, რომელიც შეგიძლია მოიპოვო მთაშიც, ოჯახშიც, ბარშიც... ჰორიზონტია ყველაფერი და მე თუ მკითხავთ - მთაში ყველაზე მეტად ხარ შებოჭილი. ხოლო როცა თავისუფლებას საკუთრ თავში პოულობ, სწორედ ეს გაძლევს „უფლებას“, მერე ყველგან ლაღი იყო, ადამიანებსაც თვალებში თამამად უყურო, მთაშიც იარო და მიწაზეც მყარად იდგე - მთავარია, სუფთა გულით იყო ყველგან.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რამდენ გაცდენაზე ინიშნება გამოცდა - აქტუალურ კითხვებს emis პასუხობს

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

დაფინანსების წესსა და პირობებში ცვლილებები შევიდა - ვის ეხება მინისტრის ბრძანება

არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

ღონისძიებას ესწრებოდნენ რესურსცენტრის და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

ფიროსმანის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ 2 მოსწავლისთვის დაირეკა 
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებმა ბოლო საზეიმო  ღონისძიება გამართეს 

ოროჯალარის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ 11 მოსწავლისთვის დაირეკა 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება